დუშან უჰრინი: საპასუხო მატჩის მოგება გვჭირდება - კონცენტრაციისთვის!

AutoSharing Option
16 ივლისს, "დინამო არენაზე" გამართული ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩის შემდეგ, თბილისის "დინამოსა" და ფარერების "სტრეიმურის" მთავარმა მწვრთნელებმა კომენტარი გააკეთეს.

შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 6:1 დასრულდა და საპასუხო შეხვედრა, შეიძლება ითქვას, ფორმალობადღა იქცა.

რუნი ნოლსოე, "სტრეიმურის" მთავარი მწვრთნელი:
"თავიდან თანაბარი ბრძოლა იყო. გადამწყვეტი როლი ორმა ეპიზოდმა ითამაშა: პირველი, როდესაც 1:1-ზე "დინამო" სწრაფად ისევ დაწინაურდა და მეორე, როდესაც 2:1-ზე ხელსაყრელი მომენტით ვერ ვისარგებლეთ. მერე უკვე მეტოქემ აშკარად გვაჯობა.

1:3-ზე კონცენტრაცია დავკარგეთ, პლუს, ასეთ სიცხეში თამაშსაც შეუჩვეველებ
ი ვიყავით.

რაც შეეხება შანსებს,
სახლში ხუთი გოლის გატანა ასეთ ძლიერ მეტოქესთან ძალიან გაგვიჭირდება. ჩვენთვის უბრალო მოგებაც საპატიო იქნება".


დუშან უჰრინი, "დინამოს" მთავარი მწვრთნელი:
- დასაწყისი მართლაც მძიმე გამოდგა. ვერ ვიტყვი, რომ მეტოქის შემეშინდა, მაგრამ 1:1-ზე მაინც დავფიქრდი, "სტრეიმური" ორთაბრძოლებში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი დვალის გოლი იყო.

კარგი იქნება, საპასუხო შეხვედრაც რომ მოვიგოთ. ეს ჩვენ კონცენტრაციისთვის გვჭირდება.

- ძარიას ტრავმა სერიოზულია?
- იგი ფარერებზე, ალბათ, ვერ დაგვეხმარება. აქვე ვიტყვი, რომ ძარია გრიგალაშვილმა ძალიან კარგად შეცვალა.

- დვალის გამოცვლის შემდეგ სქემა არ შეცვლილა, თუმცა თამაში უფრო გაიხსნა - ამას რას მიაწერთ?
- მართალია, 4 გოლის გატანა ამის შემდეგ მოვახერხეთ, მაგრამ დვალიც და ვუოც შემტევები არიან და სქემა არ შემიცვლია.

- მერებაშვილს თქვენგან აქვს დავალება, რომ თამაში საკუთარ თავზე აიღოს თუ რატომ ჩანდა, რომ გუნდური თამაშიდან ამოვარდნილი იყო?
- არ ვფიქრობ, რომ ის ჩვენი თამაშიდან გამოთიშული იყო.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



ასევე იხილეთ:

დინამო-სტრეიმური 6:1 - მშვენიერი დაბრუნება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 7 /
დვალი და კვირკველია შესაცვლელია. დვალს ჰყავს იდეალური შემცვლელი თუმცა კვირკველიასაც თუ გამოუჩნდება შემცვლელი იგივე დონის როგორც კოტ დიუარელი ფეხბურთელია, მაშინ დინამო იქნება ევროპის 20-25 საუკეთესო გუნდში შევა.
nika
21:53 17-07-2013
0
თამაშს მოედნიდან ვადევნებდი თვალყურს და ერთი რაც ძალიან არ მომეწონა დვალკის რეაქცია იყო როდესაც შეცვალეს ეს ტელემაყურებლებმა შეიძლება ვერ ნახეს მაგრამ ის ჯერ ძალიან ნელა გამოვიდა მოედნიდან შემდეგ სკამებთან ბოთლიც ისროლა და გაბრაზებული წავიდა გასახდელში სანამ გასახდელში შევიდოდა მანამდე დაიწყო მაიკის გახდაც მემგონი ცოტა არაკორექტული იყო.... ეგეთი საქციელები ღუპავს ქართველ მოთამაშეებს... თუ ადამიანმა გაჯობა ეს იმას ნიშნავს რომ უნდა მოუმატო და არა გაიბუტო... არ დაავიწყდეთ მოთრამაშეებს რომ ჯერ გუნდის სახელია და მერე მოთამაშის...
beqa
16:50 17-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული