ირაკლი ძარია 3-4 კვირა ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ნახევარმცველ ირაკლი ძარიას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა.

შეგახსენებთ, რომ "სტრეიმურთან" (6:1) ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის მე-18 წუთზე ძარიამ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე ელგუჯა გრიგალაშვილი შევიდა.

დაპირისპირების მეთვრამეტე წუთზე ჩვენი გუნდის ნახევარმცველი ირაკლი ძარია დაშავდა და მის ნაცვლად თამაშში ელგუჯა გრიგალაშვილი ჩაერთო.

მერაბ ვარძუკაშვილი: "ირაკლი ძარიას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა. დეტალური კვლევის შემდეგ გაირკვა, რომ ირაკლის კანჭის კუნთის ნაწილობრივი დაზიანება აქვს. 18 ივლისს ფეხბურთელმა მკურნალობა დაიწყო და დაახლოებით 3-4 კვირა გაუცდება".

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
დინამო-სტრეიმური
6:1 - მშვენიერი დაბრუნება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული