ლევან ხმალაძე: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გვსურს

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" 22 ივლისს, დილით, ფარერების კუნძულებზე ჩარტერული ავიარეისით გაემგზავრა.

23 ივლისს დუშან უჰრინის გუნდი ადგილობრივ "სტრეიმურთან" ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩს გამართავს.

შეგახსენებთ, "დინამო არენაზე" მასპინძლებმა კუნძულელები 6:1 გაანადგურეს და განმეორებითი შეხვედრა ფორმალობად აქციეს.

გამგზავრების წინ დინამოელებმა კლუბის ოფიციალურ საიტთან კომენტარები გააკეთეს:

ლევან ხმალაძე:

"ოფიციალური თამაშია, თუმცა ეს თამაში მომდევნო შეხვედრისთვის მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, სავარაუდოდ, ბუქარესტის "სტიაუას" წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. ძლიერი მეტოქეა, თუმცა ბოლომდე ვიბრძოლებთ.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვას ვეცდებით. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ
ეტაპზე თამაში გვსურს".


ასევე იხილეთ:
გიორგი სეთურიძე: ეს თამაშიც ერთ-ერთი საკონტროლოთაგანია
ირაკლი ლექვთაძე: "სტრეიმურთან" საპასუხო მატჩშიც მოგება გვინდა
თბილისის "დინამო" ფარერებზე ჩარტერული რეისით გაფრინდა
დუშან უჰრინი: საპასუხო მატჩის მოგება გვჭირდება - კონცენტრაციისთვის!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული