თბილისის "დინამომ" "სტრეიმური" ორი მატჩის ჯამში 9:2 დაამარცხა

AutoSharing Option
23 ივლისს უეფას ევროპალიგის II საკვალიფიკაციო წრის საპასუხო მატჩები გაიმართა. საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო" შორეულ ტორსჰავნში ფარერის კუნძულების ჩემპიონ "სტრეიმურს" ესტუმრა.

ვინაიდან პირველი მატჩი თბილისში 6:1 დასრულდა "დინამოს" სასარგებლოდ, საპასუხო შეხვედრას მხოლოდ ფორმალური სახე ჰქონდა.

ანგარიში მალევე გაიხსნა, თბილისელთა ლიდერმა ჩისკო მუნიოსმა მე-7 წუთზე პენალტი გაიტანა.

მე-12 წუთზე ელგუჯა გრიგალაშვილის პასით გოლი ჯაბა დვალმა შეაგდო და ორი მატჩის ჯამში ანგარიში 8:1 გახდა!

27-ე წუთზე ნილს დანიელსენმა ერთი გაქვითა - 1:2.

მეორე ტაიმში, 84-ე წუთზე "დინამომ" ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა - გოლის
ავტორი დარკო გლიშიჩია - 1:3.

"დინამო": ლორია - სეთურიძე (53. ხურცილავა), უსტარიცი, კვარაცხელია, კვირკველია - პაპავა (64. გლიშიჩი), გრიგალაშვილი, ხმალაძე, მერებაშვილი - ჩისკო (66. ვუო), დვალი.

ასევე იხილეთ:
დინამო-სტრეიმური 6:1 - მშვენიერი დაბრუნება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული