"სტრეიმურთან" ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩში დუშან უჰრინის შეგირდებმა ანგარიშით 3:1 იმარჯვეს (ორი მატჩის ჯამში 9:2), თბილისელთა მესამე გოლი კი სწორედ გლიშიჩმა შეაგდო.
დარკო გლიშიჩი:
"კარგად ვითამაშეთ. სასიამოვნოა, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაიარა.
მოხარული ვარ, რომ დღეს გოლის გატანა მოვახერხე, ანგარიში 3:1 გახდა და სხვაობა კიდევ უფრო დამაჯერებელი გავხადეთ.
წინ ბევრად რთული შეხვედრები გველის. მომდევნო ეტაპზე ბუქარესტის "სტიაუას"
მომდევნო ეტაპისთვის ჩვენ სათანადოდ მოვემზადებით. თითოეული ჩვენგანი მოედანზე შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს. ვფიქრობ, წინ ორი საინტერესო თამაში გველის".
fcdinamo.ge
ასევე იხილეთ:
სტრეიმური-დინამო 1:3 - სასარგებლო რეპეტიცია და პოზიტიური განწყობა [VIDEO]
დინამო-სტრეიმური 6:1 - მშვენიერი დაბრუნება [VIDEO]