უეფამ თბილისის "დინამოსა" და ბუქარესტის "სტიაუას" მატჩისთვის მსაჯები დანიშნა

AutoSharing Option
30 ივლისს, "დინამო არენაზე", თბილისის "დინამოსა" და ბუქარესტის "სტიაუას" შორის გასამართ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩს ავსტრიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

შეხვედრის არბიტრი რობერტ შიორგენჰოფერი იქნება, რომელსაც როლანდ ბრანდნერი და მათიას ვინზაუერი დაეხმარებიან. სათადარიგო არბიტრის ფუნქციებს კრისტიან დინტარი შეასრულებს.

6 აგვისტოს ამავე გუნდების საპასუხო შეხვედრას ბუქარესტის ეროვნულ სტადიონზე ისლანდიელები გაუძღვებიან.

არბიტრი - კრისტინ იაკობსონი, ლაინსმენები - სიგურდურ ოლი ტორლეიფსონი და ბირკირ სიგურდარსონი, მეოთხე ოფიციალური - გუნარ იარლ იონსონი.

რაც შეეხება ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე სპლიტის "ჰაიდუკისა" და გორის
"დილას" პირველ მატჩს, 1 აგვისტოს ხორვატიაში, "პოლიუდზე", მათ დაპირისპირებას ებრაელი ეიტან შემეულევიჩი გაუძღვება.

ჯერჯერობით, უცნობია, ვინ განსჯის თბილისში მათ საპასუხო შეხვედრას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
თბილისის დინამოს პანაშვიდი იქნება
gela
12:16 27-07-2013
0
gela, რის თქმა გინდა, ვერ გავიგე. ხუმრობ? თუ ...
gaga
15:42 27-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული