პირველი ტაიმში თანაბარი თამაში იყო, მომენტები ორივე გუნდს შეექმნა, თუმცა აშკარა საგოლე არც ერთს ეთქმოდა.
გუნდები მეორე ტაიმში "გაიხსნენ", მე-60 წუთზე სტუმრებს ჩისკო მუნიოსის კონტრშეტევა გაეპარათ, ის საჯარიმოში მოცელეს.
61-ე წუთზე ჩისკომ შანსი გაანიავა - პენალტი ძალიან ცუდად შეასრულა და ბურთი მეკარის ნადავლი გახდა.
რუმინელთა პასუხმაც არ დააყოვნა, 64-ე წუთზე მცველის მოგერიებულს დაუმუშავებლად დაუხვედრა ფეხი გაბრიელ იანჩუმ და გიორგი
იმის ნაცვლად, რომ "დინამოს" შეეტია, გუნდი დაიბნა და უპირატესობა მთლიანად მეტოქეს დაუთმო.
მე-80 წუთზე ამით ისარგებლა 19 წლის გაბრიელ იანჩუმ და დუბლი შეასრულა - 0:2.
დინამო: ლორია - სეთურიძე, კვარაცხელია, უსტარიცი, გლიშიჩი - მერებაშვილი (87. ხოჭოლავა), გრიგალაშვილი, ხმალაძე, კვირკველია - ჩისკო (67. ვუო), დვალი (79. გოგა).
საპასუხო მატჩი ერთ კვირაში ბუქარესტში გაიმართება, თუმცა ასეთი თამაშით, საქართველოს ჩემპიონს სიტუაციის გამოსწორების შანსი თითქმის არა აქვს.
ასევე იხილეთ:
სტრეიმური-დინამო 1:3 - სასარგებლო რეპეტიცია და პოზიტიური განწყობა [VIDEO]