დუშან უჰრინი: გამოუყენებელ პენალტამდე კარგად ვითამაშეთ

AutoSharing Option
30 ივლისს, "დინამო არენაზე" გამართული ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის დასრულების შემდეგ, ტრადიციული, მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

თბილისის "დინამომ" ბუქარესტის "სტიაუა" მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. დუბლი 19 წლის გაბრიელ იანჩუმ გაიფორმა.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშის გახსნა მასპინძლებს შეეძლოთ - 61-ე წუთზე 11-მეტრიანის გამოყენება ჩისკომ ვერ შეძლო.

დუშან უჰრინი:
"პირველ რიგში, "სტიაუას" მივულოცავ გამარჯვებას.

გამოუყენებელ პენალტამდე, ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშეთ და თამაშიც მეტ–ნაკლებად თანაბრი იყო.

ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწია თამაში. "სტიაუა" საკუთარი თამაშის სტილით ყოველთვის გამოირჩევა, თუმცა უნდა ითქვას,
რომ შანსები ჩვენც გვქონდა - გოლის გატანა შეგვეძლო".

ლაურენციუ რეგეკამფი:
"ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ მოგვიწია თამაში. კარგი მატჩი გამოვიდა. მეტოქეს პენალტი რომ გამოეყენებინა, თამაშის სურათი შეიცვლებოდა და სხვაგვარად წარიმართებოდა.

მიუხედავად დღევანდელი მოგებისა, არ მიმაჩნია, რომ მომდევნო ეტაპზე თამაში გავინაღდეთ".

ასევე იხილეთ:

დინამო-სტიაუა 0:2: სასწაულის იმედად დავრჩით
მკითხველის კომენტარები / 7 /
საშუალო დონის გუნდიც არ არის...შენ რა კრიტერიუმებით აფესებ გუნდებს იქბებ გვითხრა და გაგვანათლო უცოდინარებიი
Dato
10:45 31-07-2013
0
მამუკა
შარშან ჩელსის დამმარცხებელი და ევროპის ლიგის მეოთხედფინალში გასული გუნდი საშუალო დონისაა ხო?აზრზე რო არა ხარ ფეხბურთის ჯერ გაიგე ვინ ვინ არი და მერე წერე აქ მსგავსი უაზრობები
Nick
08:50 31-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული