დუშან უჰრინი: ბუქარესტში სწრაფი გოლის გატანას შევეცდებით

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და ბუქარესტის "სტიაუას" შორის ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ, რომელიც "დინამო არენაზე" 30 ივლისს გაიმართა და მასპინძლეთა მარცხით ანგარიშით 0:2 დასრულდა, დინამოელთა თავკაცმა შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

უპირველესად, დუშან უჰრინის მოსაზრებები იყო საინტერესო, ამიტომაც მისი მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია უფრო ვრცელი გამოდგა, ვიდრე "სტიაუას" თავკაცის, ლაურენციუ რეგეკამპფის საუბარი.

- "სტიაუას" გამარჯვებას ვულოცავ. ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა სწრაფი და კომბინაციური ფეხბურთით. სანამ გოლს მივიღებდით, "დინამო" კარგად თამაშობდა, ამის შემდეგ კი მეტოქეს ბევრი საგოლე შანსი მიეცა.

-
რით შეუძლია "დინამოს" განმეორებით შეხვედრაში წარმატების მიღწევა?

- ბუქარესტში სწრაფი გოლის გატანას შევეცდებით.

- ჩისკოს შეცვლის მიზეზი რა იყო?
- მას შესაძლებლობების 50 პროცენტი გამოსდიოდა, ჯაბა დვალმა კი შედარებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა.

- მარცხის ერთ-ერთი მიზეზი "სტიაუას" დონის მეტოქეებთან თამაშის გამოცდილების ნაკლებობა ხომ არ იყო?
- შესაძლოა, ასეც იყოს. პენალტის ვერგატანამ კი გული ძალიან დამწყვიტა. რომ დავწინაურებულიყავით, შესაძლოა, მატჩი სულ სხვაგვარად დასრულებულიყო.

- მერებაშვილის თამაშით კმაყოფილი ხართ?
- მას თამაში ორივე ფლანგზე შეუძლია. შეხვედრის გარჩევისას უნდა ვკითხო, რატომ რჩებოდა სეთურიძე მარჯვენა ფლანგზე მარტო.

- ევროპის ლიგის პლეი ოფის წინ გუნდის შემადგენლობის გაძლიერებას ხომ არ გეგმავთ?
- ტრანსფერები ჩემი კომპეტენცია არ არის. კარგია, რომ რამდენიმე დღეში ირაკლი ძარია დაგვიბრუნდება, რომელსაც ტრავმის გამო ბოლო მატჩები გაუცდა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დინამო-სტიაუა 0:2 - ასეთი დონის გუნდი ბოლოს როდის ვნახეთ? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 10 /
BURTIS SHISHI NU GAQVT :d
LASHA
21:25 01-08-2013
0
ისეტი შთაბეჩდილება დამრჩა ამ თამაშზე რო სანამ თამაშს დაიწყებდნენ ერთი პარტია პეხბურთი უკვე ნათამაშები ქონდათ. ხალხი ნატრულობს დინამოში თამაშს და ზოგი ისეთი პეხბურტელია დინამოს კლუბში რო სირცხვილია არადა ბევრი ნიჩიერი პეხბურთელია საქართველოში ტალანტი ეძებეთ ფულის მაგივრათ ჯობია! ნუ შეგვაზიზგებთ ქართულ ფეხბურთს
lasha
21:03 01-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული