თბილისის "დინამოს" "სტიაუასთან" ირაკლი ძარია დააკლდება

AutoSharing Option
6 აგვისტოს თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას ბუქარესტში "სტიაუას" წინააღმდეგ გამართავს.

ბუქარესტში გამგზავრებამდე, თბილისის "დინამოს" ოფიციალური ფან-კლუბის წევრები, გლადიატორები გუნდის ვარჯიშს დაესწრნენ და მეტად პრინციპული შეხვედრის წინ ფეხბურთელები გაამხნევეს.

დინამოელთა მთავარი მწვრთნელის, დუშან უჰრინის გადაწყვეტილებით, რუმინეთში შემდეგი 18 ფეხბურთელი გაემგზავრება:

მეკარეები: გიორგი ლორია, თორნიკე ზარქუა
მცველები: გივი კვარაცხელია, უსტარიცი, გიორგი სეთურიძე, დავით კვირკველია, დავით ხურცილავა, გიორგი გველესიანი, დარკო გლიშიჩი
ნახევარმცველები: ლევან ხმალაძე, გიორგი პაპავა, ელგუჯა გრიგალაშვილი, ჩისკო, გიორგი მერებაშვილი
თავდამსხმელები: ჯაბა დვალი, დორინ გოგა, ვუო, დავით
ხოჭოლავა

დინამოელები რუმინეთში 5 აგვისტოს ჩარტერული რეისით გაემგზავრებიან და სასტუმრო Athenee Palace Hilton-ში დაბინავდებიან.

წყარო: fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
სამშობლოსათვის უკეთესი იქნება თუ "ჟუვაჩკების"ბიზნესს ააწყობთ ციგნებთან
საქართველო
08:41 05-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული