მოედანზე ცხვრის დაკვლის გამო ყაზახურ "შახტიორს" ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთენ?

AutoSharing Option
საინტერესო ამბავი მომხდარა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ, რომელშიც ყარაღანდის "შახტიორმა" გლაზგოს "სელტიკს" უმასპინძლა.

საქმე ისაა, რომ შოტლანდიური კლუბის მესვეურებმა, რომლებიც სტუმრად გამართულ პირველ მატჩში 0:2-ით დამარცხებამ ძალიან დაამწუხრა, გადაწყვიტეს, უეფაში იჩივლონ... "ასტანა არენაზე" ცხვრის დაკვლის გამო.

ყაზახებს მსხვერპლშეწირვა შოტლანდიელებთან თამაშის წინ, მეჩეთიდან სპეციალურად მოწვეული მოლას ხელით აღუსრულებიათ. ამ ამბით კი ისე შეძრწუნებულან "სელტიკის" ფეხბურთელები, რომ უშუალოდ თამაშზე მობილიზება ვეღარ შეძლეს. თურმე გულჩვილ შოტლანდიელ ფეხბურთელებს მთელი მატჩის განმავლობაში ჩაესმოდათ ყურში ყელგამოჭრილი ცხვრის სასოწარკვეთილი ბღავილი, მწვანე გაზონზე დაღვრილი მისი სისხლი
კი - ზარავდათ (?!).

ამ ამბავს "შახტიორის" მთავარი მწვრთნელი ვიქტორ კუმიკოვი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა - თამაშამდე მსხვერპლშეწირვის რიტუალის ჩატარების ინიციატივა თავად ფეხბურთელებისგან მოდიოდაო.

უეფას პრეს-ოფიცერი სერგეი ბორისოვი კი ყაზახებს ამშვიდებს, შოტლანდიელთა საჩივარს თქვენთვის ცუდი შედეგი არ მოჰყვება, რადგან ამ ორგანიზაციის წესდებაში არსად წერია, რომ მსხვერპლშეწირვა მოედანზე აკრძალულიაო.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი: "მილანი" ფრეს დასჯერდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 12 /
ეროვნულ ნაკრებს დომენტი და დინამოს რომანი რომ რიტუალით შეეწიროს, მაინც არაფერი ეშველებათ.
avaza
20:47 27-08-2013
0
რა ველურობაა?!!! რომელი საუკუნეა?!!
sacxali!!!
01:37 28-08-2013
0

სიახლეები პოპულარული