სერხიო აგუერო: ფორტუნა თუ გაგვიღიმებს, ფინალში გასვლაც შეიძლება

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტი" ორი წელია, რაც უშედეგოდ ცდილობს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გადალახვას. "ქალაქელებს" არც ამჯერად გაუმართლათ - ჯგუფში მათთან მიუნხენის "ბაიერნი" მოხვდა. მანუელ პელეგრინისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, რომ "რეკორდმაისტერი" ამჯერადაც ფავორიტია, თუმცა, წესით, მოსკოვის ცსკა-სთან და პლზენის "ვიქტორიასთან" "სიტის" კარგი შანსი უნდა ჰქონდეს პლეი ოფში გასასვლელად.

სწორედ ამას ამტკიცებს სერხიო აგუეროც. 25 წლის არგენტინელმა ინტერვიუ "მანჩესტერ ივნინგ ნიუსს" მისცა. აი, რას ამბობს ის:

- ჩემპიონთა ლიგაში მოულოდნელობები ხშირად ხდება. მაგალითად, შარშან "დორტმუნ
დი" ფინალში გავიდა, იქამდე კი ტურნირი რობერტო დი მატეოს "ჩელსიმ" მოიგო. ორივე ძალიან ძლიერი გუნდი იყო, თუმცა პირველ ეტაპზე ისინი საუკეთესოებად ნამდვილად არავის მიაჩნდა. ვფიქრობ, რომ "ბარსელონა", მინიმუმ, 1/2-ფინალში გავა.

კარგი შანსები აქვთ სხვა ფავორიტებსაც -"რეალს", "ბაიერნსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს". მათ შორის დავასახელებდი "სიტისაც". ლიგაში პირველ წელს ჩვენს ჯგუფში "ბაიერნი" და "ნაპოლი" მოხვდნენ, შარშან "რეალი", "ბორუსია" და "აიაქსი". წელს ისევ მიუნხენელებთან გვიწევს ბრძოლა, ამას გარდა, ცსკა-სა და "პლზენთანაც". პირველ ეტაპს აუცილებლად გადავლახავთ, პლეი ოფში კი ვნახოთ, თუკი ბედი გაგვიღიმებს, ფინალამდე გასვლაც შეიძლება
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერხიო აგუეროს სიკეთის გაკეთებაზე უარი უთხრეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული