ხოსეპ გვარდიოლა: კმაყოფილი ვარ, მაგრამ სამუშაო კიდევ გვაქვს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ რუსულ ცსკა-სთან გამართული მატჩის შემდეგ კმაყოფილება არ დამალა, თუმცა აღნიშნა, რომ მიუნხენელებს მომატება კიდევ შეუძლიათ.

17 სექტემბერს, "ალიანს არენაზე" გამართულ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის I ტურის მატჩში, მასპინძლებმა არმიელებს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. თავი დავიდ ალაბამ, მარიო მანჯუკიჩმა და არიენ რობენმა გამოიჩინეს.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


"ჩემი გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით კი, პირველ ტაიმში.

საერთოდ, ჩემპიონთა ლიგაში საკმაოდ საშიშია ასეთ გუნდებთან თამაში და რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ სამი გოლის გატანა მოვახერხეთ და
არცერთი გავუშვით. მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ მეტოქის კონტრშეტევების აღკვეთისა და ბურთის კონტროლის მხრივ, სამუშაო ჯერ კიდევ გვაქვს.

ამ ეტაპზე ჩემთვის ყოველი მატჩი უაღრესად მნიშვნელოვანია და მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ვეთამაშეთ დღევანდელ მეტოქეს, რომელსაც საკმაოდ კარგი ფეხბურთელები ჰყავს",
- თქვა გვარდიოლამ.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური: ყველა, "ბებერი ქალბატონის" გარდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული