იენს კელერი: "შალკეს" ბრწყინვალე სტარტი აქვს

AutoSharing Option
19 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის I ტურის მატჩში გელზენკირხენის "შალკემ" ბუქარესტის "სტიაუას" უმასპინძლა და გუნდს, რომელმაც თბილისის "დინამოს" გადაუკეტა გზა ჩემპიონთა ლიგისკენ, 3:0 მოუგო.

მასპინძელთაგან გოლები აცუტო უჩიდამ, კევინ-პრინს ბოატენგმა და იულიან დრაქსლერმა გაიტანეს.

მატჩის შემდეგ გერმანელთა მწვრთნელმა იენს კელერმა შემდეგი თქვა:

"შალკემ" ბრწყინვალე სტარტი დაიბევა ლიგის გათამაშებაში. ძალიან მიხარია, რომ მშრალად შევინახეთ კარი.

გუნდი თავის თავში დარწმუნებული იყო, ქმნიდა ბევრ მომენტს.

პირველი გოლის დროს ცოტა გაგვიმართლა, მაგრამ ფეხბურთში ასეთები ხდება".

კევინ-პრინს ბოატენგიც კმაყოფილი იყო: "ძალიან ბევრი ვიშრომეთ ასეთი შედეგის მისაღწევად,
თუმცა ჩვენი თამაში შორსაა იდეალურისგან, მაგრამ ვიცოდით, რომ აუცილებლად გავიტანდით და თანაც არაერთ გოლს"
.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური: შავი ღრუბლები ჟოზეს თავზე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული