იურგენ კლოპს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია აკმარეს

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩს გამოტოვებს.

ასეთი გადაწყვეტილება მიიღო უეფას სადისციპლინო კომიტეტმა, რომელმაც "ნაპოლი"-"დორტმუნდის" მატჩის პერიპეტიები განიხილა.

ამ შეხვედრაში გააძევეს იურგენ კლოპი, რომელმაც მე-4 არბიტრს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მართალია, შემდეგ 46 წლის გერმანელმა თავისი საქციელი მოინანია და მსაჯსაც ბოდიში მოუხადა, მაგრამ სიტუაციიდან მთლად დაუსჯელად ვერ გამოვიდა.

1-ელ ოქტომბერს კლოპი ვერ უხელმძღვანელებს "ბორუსიას" "მარსელთან" შეხვედრაში.

სხვათა შორის, ეს უეფას საბოლოო გადაწყვეტილება არაა - შეიძლება მას დისკვალიფიკაციის ვადა გაუგრძელონ კიდევაც.

ასევე იხილეთ:
სახედაკარგული იურგენ კლოპი... და დადუმებული
ჟოზე მოურინიო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული