გარი ნევილი: ჯო ჰარტმა იმედი გამიცრუა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, როი ჰოჯსონის ასისტენტმა გარი ნევილმა მიუნხენის "ბაიერნთან" "მანჩესტერ სიტის" მეკარის, ჯო ჰარტის თამაში შეაფასა.

პირველ ტაიმში მეკარემ რიბერის შორეულ დარტყმაზე სწორი რეაგირება ვერ მოახდინა, ხოლო მეორე გოლის შემთხვევაში ახლო კუთხეში არიენ რობენის დარტყმას ვერ გაუმკლავდა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა აღნიშნა, რომ აღნიშნული შეხვედრის შედეგს შეეძლო, ნაკრებში ჰარტის ძირითადი მეკარის სტატუსზე ემოქმედა.

"უთხარით ჰარტს, რომ კარის ახლო კუთხე კარგად დაიცვას. მან იმედი ძალიან გამიცრუა",
- თქვა ნევილმა.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა.
ჯგუფური ეტაპი. II ტური: შესანიშნავი შვიდეული გამოიკვეთა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული