ხერარდო მარტინო: "მილანთან" კარგი შედეგი 1/8-ფინალში გასვლის გარანტიაა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ "მილანთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 22 ოქტომბერს "მილანი" "ბარსელონას" უმასპინძლებს.

"მილანი" მოსაგებად ითამაშებს. არ მივიჩნევთ, რომ მათთან მატჩი ფორმალობაა. მეტოქედ დიადი ტრადიციების მქონე კლუბი გვეყოლება. "მილანი" დიადი გუნდია, რომლის დამარცხება ძალიან რთულია. ამიტომ "რეალზე" ფიქრს ხვალიდან დავიწყებთ.

ძალიან რთული მატჩი გველის და დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრება.

ამ კვირაში მნიშვნელოვანი მატჩები გვაქვს, მაგრამ ისინი გადამწყვეტი არაა, რადგან სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ დიდი დროა. წინ უფრო მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება.

თუმცა ვიცით,
რომ "მილანთან" კარგი შედეგი 1/8-ფინალში გასვლის გარანტიას მოგვცემს. ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ვიცით. მეტოქეს თავისუფალი ადგილები უნდა შევუმციროთ",
- თქვა მარტინომ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტურის წინ: ველით არაამქვეყნიურ ფეხბურთს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული