ხერარდო მარტინო: აშკარად მეტს ვიმსახურებდით

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის III ტურის მატჩის შედეგით "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო უკმაყოფილო დარჩა.

22 ოქტომბერს კატალონიურ გრანდს "მილანმა" "სან სიროზე" უმასპინძლა. მილანელები მე-9 წუთზე რობინიოს გოლით დაწინაურდნენ, თუმცა ლიონელ მესიმ 24-ე წუთზე გაათანაბრა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

"პლეი-ოფში გასვლის კარგი შანსის შესანარჩუნებლად ეს შედეგი სავსებით საკმარისია, მაგრამ თუკი თამაშს განვიხილავთ, აშკარად მეტს ვიმსახურებდით.

თამაში არცთუ კარგად დავიწყეთ და ეს გაშვებულ გოლად დაგვიჯდა. რობინიომ და კაკამ პირველ წუთებში სისხლი გაგვიშრეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც გავათანაბრეთ, გოლის გასატანად ოთხი-ხუთი კარგი
შესაძლებლობა მოგვეცა.

ეს იმას ჰგავდა, რაც "ოსასუნასთან" შეხვედრაში დაგვემართა (0:0 სტუმრად ბოლო ტურში). თამაში ჩვენი კარნახით მიდიოდა, თავს არ ვზოგავდით სამი ქულის მოსაპოვებლად და გვქონდა კიდეც მომენტები, მაგრამ მიზანს ვერაფრით მივაღწიეთ.

შედეგი არ ასახავს გუნდის მონდომებას. ჩვენ ოსტატურად ვაკონტროლებდით ბურთს, "მილანი" კი ძალიან იშვიათად მიდიოდა წინ. მხოლოდ ერთი შეცდომა დავუშვით, რაც ძალიან ძვირად დაგვიჯდა.

ახლა "რეალთან" შეხვედრისთვის უნდა მოვემზადოთ",
- აქვეყნებს მარტინოს ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. H ჯგუფი: ფრე "ბარსას" სასარგებლოდ? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული