22 ოქტომბერს გამართულ მატჩში "ჩელსიმ" სტუმრად "შალკეს" სამი უპასუხო გოლი გაუტანა. დუბლით ფერნანდო ტორესი გამოირჩა (5-ე და 69-ე წუთებზე), საბოლოო ანგარიში კი ედენ აზარმა 87-ე წუთზე დააფიქსირა.
"მნიშვნელოვანი შეხვედრა მოვიგეთ. "ბაზელთან" მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს პირდაპირ ვუთხარი, რომ ამაზრზენად ითამაშეს და სიტუაციის სასწრაფოდ გამოსწორება იყო საჭირო.
შედეგად, ზედიზედ ორი შეხვედრა მოვიგეთ სტუმრად და ახლა კარგი შანსი გვაქვს 1/8-ფინალში გასასვლელად. ამასთან,
ფერნანდომ დღეს ძალიან კარგად ითამაშა. ის შრომისმოყვარე ბიჭია, რომელიც ვერ გააფუჭა "ჩელსის" მიერ მის ტრანსფერში გადახდილმა დიდმა თანხამ. მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი ისე არ მისდის, ინარჩუნებს საქმისადმი პროფესიონალურ დამოკიდებულებას.
მას შემდეგ, რაც "ჩელსიში" დავბრუნდი, ტორესი სულ მახარებს. ის იმ მოთამაშეთა შორისაა, ვისაც პატივს ვცემ და ვენდობი", - თქვა ლონდონელთა პორტუგალიელმა დამრიგებელმა.
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. E ჯგუფი: "ელ ნინიოს" დუბლი იუბილეზე [VIDEO]