"მანჩესტერ იუნაიტედი": ძველებურად ბედნიერი უეინ რუნი

AutoSharing Option
"იუნაიტედმა" "სოსიედადთან" გახსნილი თამაში შემოგვთავაზა და მეტოქისგანაც ანალოგიური პასუხი მიიღო. მომენტები ორივე გუნდმა ბლომად შექმნა. თამაშის შემდეგ როგორც დევიდ მოიესს, ისე ხაგობა არასატეს ჰქონდათ უკმაყოფილების საფუძველი. წინ "ანოეტაზე" დაძაბული თამაში გველის. იქამდე კი ინგლისის ჩემპიონთა დამრიგებელმა მატჩი ასე შეაფასა:

დევიდ მოიესი: "დღევანდელი შეხვედრა რაღაცით "საუთჰემპტონთან" შაბათის თამაშს ჰგავდა. 5-6 აშკარა მომენტი გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. თვალში მომხვდა, რომ საკუთარ საჯარიმოსთან ბევრჯერ დავარღვიეთ თამაშის წესი.

გუნდმა რამდენჯერმე მცდარი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა საბოლოოდ მაინც იმარჯვა. ვან პერსის ჯანმრთელობის პრობლემები ჯერ კიდევ სანაკრებო
შეხვედრებამდე ჰქონდა, რაც მის თამაშზე აისახა კიდეც. ვიფიქრე, რომ დრო იყო, მისთვის დასვენების საშუალება მიმეცა. საბედნიეროდ, რობინის გარეშეც გავიმარჯვეთ. დღეს საღამოს მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა, თუმცა რუნი ნამდვილად საუკეთესო იყო. მას შემდეგ, რაც "იუნაიტედში" ვმუშაობ, კაგავამ საუკეთესო ფეხბურთი აჩვენა.

ის ოპტიმალური ფორმისგან შორს არის, თუმცა დღეს აშკარად დავინახე მასში ის პოტენციალი, რასაც აქამდე ვერ ვატყობდი, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ".

უეინ რუნი: "ვფიქრობ, რომ შესანიშნავი ფეხბურთი ვაჩვენეთ და მინიმუმ 4-5 გოლის გატანა კიდევ შეგვეძლო. ადრევე დავწინაურდით და იმისთვის, რომ თავი სამშვიდობოს დაგვეგულებინა, ერთი ბურთი კიდევ გვჭირდებოდა. ბოლო წუთებში უზარმაზარი უპირატესობა გვქონდა, თუმცა სულ ტყუილად.

მიუხედავად ამისა, მიხარია, რომ სამი ქულა ავიღეთ, რადგან ცხრილში მდგომარეობა გამოვასწორეთ. დღეს დაცვამ ითამაშა დამაჯერებლად, რაც გუნდს საკუთარი ძალების რწმენას მატებს. სამწვრთნელო შტაბი სიტუაციას სულ უფრო უკეთ უღებს ალღოს. დევიდ მოიესთან მუშაობით ბედნიერი ვარ"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. A ჯგუფი: ორი ნამდვილი ერთი მოჩვენების შემდეგ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული