ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. B ჯგუფი: არც გამარჯვება და არც სიკვდილი [VIDEO]

AutoSharing Option
"გამარჯვება ან სიკვდილი" - ასე დავაყენეთ "იუვენტუსის" საკითხი "რეალთან" მატჩის წინ, მაგრამ როგორც ჩანს, გადავაჭარბეთ.

"იუვემ" "რეალს" ვერ მოუგო, მაგრამ არც მოკვდა და ტურინულ გრანდს მერვედფინალში გასვლის შანსი (თანაც, სიტუაციიდან გამომდინარე, არცთუ ურიგო) რომ შერჩა, ეს "კოპენჰაგენის" დამსახურებაა, რომელმაც "გალათასარაის" დამარცხება შეძლო.

ამრიგად, ოთხი ტურის შემდეგ "რეალი", პრაქტიკულად, მერვედფინალშია, "იუვე" კი მეოთხე, ანუ ბოლო ადგილზე იმყოფება, მაგრამ "გალას" და "კოპენჰაგენს" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება - აქვე ვთქვათ, რომ დარჩენილ ორ ტურში ტურინელები სწორედ "კოპენჰაგენს" და "გალათასარაის" ხვდებიან.

ასე რომ, "იუვეს"
ბედი "იუვეს" ხელშია.

რაც შეეხება უშუალოდ არა მარტო დღის, არამედ მთლიანად ტურის ცენტრალურ შეხვედრას: მატჩმა იმედები გაამართლა. მართალია, დროდადრო ინერტულობა იგრძნობოდა, მაგრამ დაძაბულობა ბოლო წუთებამდე არ შემცირებულა. ბოლოს კი ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ "იუვე" ფრეზე უკვე თანახმა იყო, "რეალი" - მით უმეტეს.

მანამდე იყო ფაზები, როცა "იუვენტუსი" "სამეფო გუნდს" მნიშვნელოვნად სჯობნიდა და ისიც უნდა ვთქვათ, რომ წუხელ იკერ კასილიასს გაცილებით მეტი საქმე ჰქონდა, ვიდრე ჯიჯი ბუფონს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ფრე ლოგიკური შედეგია.

"იუვე" ზომიერი აგრესიით თამაშობდა. შეუდარებელი იყო არტურო ვიდალი, რომელმაც, გარდა იმისა, რომ ანგარიში ბრწყინვალედ შესრულებული პენალტით გახსნა, მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან ბევრი იშრომა და თანაგუნდელების არაერთი შეცდომაც გამოასწორა.

ტრადიციულად მოქნილი და მობილური გახლდათ ანდრეა პირლო; ბევრს მოძრაობდა და მარგი ქმედების კოეფიციენტი საკმაოდ მაღალი ჰქონდა კარლოს ტევესსაც, ფერნანდო ლორენტე კი ბურთს ხეირიანად ლამის მხოლოდ ერთხელ შეეხო და იმ შეხებით "იუვენტუსი" წაგებისგან იხსნა.

მატჩისშემდგომი კომენტარები:
ანტონიო კონტე: ვფიქრობ, დღეს მოედანზე საუკეთესო იკერ კასილიასი იყო
კარლო ანჩელოტი: პირველ ტაიმში "რეალი" თავის დაცვაზე ზედმეტად ზრუნავდა
კრიშტიანო რონალდო: შევეცდები, უფრო მეტი გოლი გავიტანო

ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. B ჯგუფი
იუვენტუსი-რეალი 2:2
გოლი: 1:0 ვიდალი (42-პენ), 1:1 რონალდო (52), 1:2 ბეილი (60), 2:2 ლორენტე (65)
იუვენტუსი (4-3-2-1): ბუფონი - კასერესი, ბარძალი, ბონუჩი, ასამოა - ვიდალი, პირლო, პოგბა - მარკიზიო, ტევესი (82. კვალიარელა) - ლორენტე (88. ჯოვინკო)
რეალი (4-1-2-3): კასილიასი - სერხიო რამოსი, ვარანი, პეპე, მარსელო - ჩაბი ალონსო (71. ილიარამენდი) - ხედირა, მოდრიჩი - ბეილი (75. დი მარია), ბენზემა (81. ხესე), რონალდო
გაფრთხილება: პირლო, ბონუჩი – მოდრიჩი, ვარანი
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 10-7; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 24(12)-17(4); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 40 696
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
კოპენჰაგენი-გალათასარაი 1:0
გოლი: 1:0 ბრაატენი (6)
კოპენჰაგენი (4-4-2): ვილანდი - იაკობსენი, მელბერგი, სიგურდსონი, ბენგტსონი - გისლასონი (46. ბოლანოსი), კლაუდემირი, დელანეი, იორგენსენი - ბრაატენი (84. ტოუტოუ), ვეტოკელე (46. ადი).
გალათასარაი (4-2-2-2): მუსლერა - ებუე, სემიჰი, შედიუ, ნუნკეუ - სელჩუკ ინანი, ფელიპე მელო (76. გიულსელამი) - ბრუმა, სნეიდერი (80. ამრაბატი) - ბ. ილმაზი, დროგბა (86. უმუთ ბულუთი).
გაფრთხილება: დელანეი
კუთხური: 8-6; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 9(2)-15(6); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 36 204
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 4 3 1 0 14-4 10
2. გალათასარაი 4 1 1 2 6-10 4
3. კოპენჰაგენი 4 1 1 2 3-8 4
4. იუვენტუსი 4 0 3 1 6-7 3

მომდევნო ტური
27 ნოემბერი:
რეალი-გალათასარაი, იუვენტუსი-კოპენჰაგენი.

ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. A ჯგუფი: სტატუს-კვო შენარჩუნდა [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. C ჯგუფი: რობერტომ "ბენფიკა" ჯგუფში ჩატოვა? [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. D ჯგუფი: ყველაფერი გაირკვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული