კრიშტიანო რონალდო: შევეცდები, უფრო მეტი გოლი გავიტანო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ ტურინის "იუვენტუსთან" (2:2) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

"პირველ ტაიმში არც ისე კარგად ვთამაშობდით, უფრო დაცვიდან ამოვდიოდით. შესვენებაზე მწვრთნელმა გვითხრა, რომ უნდა შეგვეტია და ფლანგები გამოგვეყენებინა. ასეც მოვიქეცით და ამან გაამართლა. ამიტომ გავიტანეთ ორი გოლი.

1/8-ფინალში გასვლა, პრაქტიკულად, განაღდებული გვაქვს და ამით კმაყოფილები ვართ. მიხარია, რომ უკვე 8 გოლი გავიტანე. ეს შესანიშნავია, მაგრამ შევეცდები, უფრო მეტი გავიტანო.

ბეილი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია გუნდისთვის. ის ბევრ სარგებელს მოგვიტანს",
- თქვა კრიშტიანო რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ოთხ შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.

მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. B ჯგუფი: არც გამარჯვება და არც სიკვდილი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
C.RONALDO SHEN MAGARI FEXBURTELI XARA SHEN MAGARI XAR MESSIZE DA IMEDIA MADRIDIS REALI GAXDEBA SOFLIOSH MAGARI
SABA MACHAVARIANI
12:48 09-01-2014
0

სიახლეები პოპულარული