ხოსეპ გვარდიოლა: "ბარსელონას" რეკორდის გაუმჯობესებას ვაპირებ

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მეცხრე გამარჯვების შემდეგ თავისი ყოფილი კლუბის რეკორდის გაუმჯობესება გადაწყვიტა.

5 ნოემბერს მიუნხენელებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პლზენის "ვიქტორიას" მარიო მანჯუკიჩის ერთადერთი გოლის წყალობით მოუგეს და არამხოლოდ 1/8-ფინალის საგზური გაინაღდეს, ასევე გაიმეორეს ამ ტურნირში "ბარსელონას" მიერ 2002/03 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი - 9 თამაშიდან 9 მოგება.

თუკი გერმანიის ჩემპიონები ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში სტუმრად ცსკა-ს აჯობებენ, კატალონიელთა რეკორდს გააუმჯობესებენ.

"მიხარია, რომ სარეკორდო სერია გავიმეორეთ, რაც ნებისმიერ მწვრთნელს გაახარებდა. ეს დამატებით მოტივაციას შესძენს
ჩვენს მომდევნო შეხვედრას, რომელსაც მოსკოვში გავმართავთ.

იმედი მაქვს, გავიმარჯვებთ და რეკორდსაც გავაუმჯობესებთ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი იუპ ჰაინკესს მიუძღვის.

რაც შეეხება "ვიქტორიასთან" სტუმრად მატჩს, ვიცოდით, რომ ის ისეთი არ იქნებოდა, როგორიც მიუნხენში იყო. საერთოდ, ჩემპიონთა ლიგაში ნებისმიერ შეხვედრას ახლავს დამარცხების რისკი.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე გუნდში თამაშის წინ ვისაუბრეთ.

შეხვედრის მეორე ტაიმში ჩემი ფეხბურთელები კარგად გაისარჯნენ და არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს",
- აქვეყნებს გვარდიოლას ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. D ჯგუფი: ყველაფერი გაირკვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ გამოგივა გვარდიიიი ... ბარსას ვერ აჯობებ გამორიცხე წელს
nika
10:27 07-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული