5 ნოემბერს გამართულ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში "იუვენტუსი" და "რეალი" ფრეს დასჯერდნენ - 2:2.
"კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით მეორე ტაიმში. გაშვებული გოლის შემდეგ სწორად ვიმოქმედეთ და შესვენების შემდეგ გაცილებით უკეთ გავისარჯეთ.
პირველ ტაიმში კი ზედმეტად ვზრუნავდით თავის დაცვაზე, ვცდილობდით პოგბასა და მარკიზიოს გაუვნებელყოფას, მაგრამ შესვენების შემდეგ სხვანაირად ავთამაშდით.
"იუვენტუსის" შევიწროებას ფლანგური ჩაწოდებებით შევეცადეთ და სერხიო რამოსის წყალობით, ეს გამოგვდიოდა. საერთოდ, რამოსი ბრწყინვალე ფეხბურთელია, რომელსაც განსხვავებულ პოზიციებზე
მისი დაცვის მარჯვენა ფლანგზე გამწესება დროებითია. ვიცი, რომ თავად ის თამაშს ცენტრში ამჯობინებს, თუმცა დღეს ფლანგზე პრობლემები არ გვქონია.
ასევე, უნდა გამოვარჩიო ბენზემა, რომელიც კარგად გაისარჯა პირლოს წინააღმდეგ", - თქვა ანჩელოტიმ.
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. B ჯგუფი: არც გამარჯვება და არც სიკვდილი [VIDEO]