და ეს ყველაფერი იმის მიუხედავად მოხდა, რომ "ნაპოლის" ხელმძღვანელობამ თამაშამდე სპეციალური თხოვნით მიმართა ფანებს, არაფერი დაეშავებინათ, რადგან წლეულს უკვე იყვნენ შემჩნეულნი ხულიგნობაში. არ გაჭრა - რეპორტიორთა თქმით, ფანებმა "ოლიმპიკის" ავტობუსს ქვები დაუშინეს, ერთ-ერთი ფანჯარა კი გატყდა.
საბედნიეროდ, სტუმარი
ეს რომ ფორმაში შევა...
"მარსელთან" რომ ქულების დაკარგვა არ შეიძლებოდა, ცხადი იყო. არა იმიტომ, რომ ფრანგული კლუბი სუსტია, სულაც არა და ეს ელი ბოპის შეგირდებმა ნეაპოლში დაამტკიცეს კიდევაც. უბრალოდ, "სიკვდილის ჯგუფში" სატურნირო სიტუაცია ისე წარიმართა, რომ "მარსელი" გაიწირა, აუტსაიდერთან ქულის დაკარგვა კი სერიოზულად უკან დახევს ნებისმიერ კლუბს.
ჯერჯერობით ეს არ მომხდარა, მაგრამ რაფა ბენიტესის ბიჭებმა "ბეწვის ხიდზე" გაიარეს - თავიდან აგებდნენ, 75-ე წუთამდე 2:2 იყო, ამ წუთზე კი გონსალო იგუაინმა დუბლი შეასრულა და "ნაპოლის" მარაგი 9 ქულამდე გაზარდა.
"ეს იყო ფუნდამენტური გამარჯვება "ნაპოლისთვის", რომლის წყალობითაც გუნდი ცხრილის სათავეში დარჩა. ძალიან ძნელი თამაში რომ გველოდა, ისედაც ვიცოდით, ჯერ კიდევ კენჭისყრამ გადაწყვიტა ჩვენი ბედი - ყველა მეტოქე ძალიან ძლიერი გვყავს. ჩემს თამაშს რაც შეეხება, ნელ-ნელა ვუმატებ. ჯერ მაინც არა ვარ საუკეთესო ფორმაში, თუმცა მოხარული ვარ, რომ გუნდის დახმარება შემიძლია", - განაცხადა მატჩის გმირმა, რომელიც ძნელი წარმოსადგენია, როგორღა ითამაშებს, როცა "ფორმაში შევა".
უცნაური სიტუაცია: "ნაპოლის" 10 ეყოფა, მაგრამ შეიძლება 12 არ ეყოს
და მაინც, რაფაელ ბენიტესის გუნდი კარგ სიტუაციაშია, რადგან ნეაპოლელებს მიზნამდე ქულა აშორებთ. თუკი სტუმრად "ბორუსიასთან" "ნაპოლი" ფრეს მიაღწევს, ბოლო ტურის გაუთვალისწინებლად, პლეი ოფში გავა, რადგან გერმანელებთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ექნება.
მაგრამ როგორი მისაღწევია დორტმუნდში ფრე! არადა, წაგების შემთხვევაში, ესპანელის გუნდს მართლაც ძალზე გაურთულდება სიტუაცია.
რაფაელ ბენიტესი (ნაპოლი): "რა თქმა უნდა, ამ თამაშის მოგება და 9 ქულა მთავარი იყო და ნებისმიერი მწვრთნელი კმაყოფილი უნდა იყოს. თუმცა კითხვაზე, შეგვეძლო კი უკეთ თამაში, უყოყმანოდ ვპასუხობ - დიახ, შეგვეძლო. მომეწონა ჩემი გუნდის შემართება, რომელმაც ურთულესი თამაში შემოატრიალა, ბოლოს კი მე-4 გოლის გატანაც შეგვეძლო. დორტმუნდში ფრე პლეი ოფში გაგვიყვანს, ხოლო თუ ეს არ მოხერხდა, მაშინ უცნაურ სიტუაციაში შეიძლება აღმოვჩნდეთ. მაშინ, როცა სხვა ჯგუფებში, პრაქტიკულად, 9 ქულით ინაღდებენ საგზურს, ჩვენ შეიძლება 12 არ გვეყოს".
მცირე განმარტებას შევაშველებთ რაფას - თუკი "ნაპოლი" გერმანიაში ფრედ ითამაშებს, როგორც უკვე ვთქვით, მე-2 ადგილს გაინაღდებს, სულაც რომ წააგოს ბოლო ტურის მატჩი, მაგრამ თუკი იტალიური კლუბი დორტმუნდში" დამარცხდება, მას შეიძლება "არსენალის" დამარცხება არც ეყოს, რადგან ლონდონში არსენ ვენგერის შეგირდებმა რაფას გუნდს 2:0 მოუგეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. F ჯგუფი: "ნაპოლი" ვეზუვივით ამოიფრქვა [VIDEO]