26 ნოემბერს გამართულ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის მატჩში ლონდონელები 87-ე წუთზე მოჰამედ სალაჰის მიერ გატანილი, შეხვედრის ერთადერთი გოლით დამარცხდნენ.
მატჩის შემდეგ "ჩელსის" პორტუგალიელმა თავკაცმა აღიარა, რომ მისი შეგირდების თამაშის ხარისხი ძალზე დაბალი იყო და დამსახურებულადაც წააგეს.
"დღეს ძალიან ცუდად ვითამაშეთ და წაგებაც დავიმსახურეთ. ვატყობდი, რომ გუნდი გადაღლილი იყო - ასე გვემართება ხოლმე სანაკრებო პაუზების შემდეგ", - თქვა მოურინიომ.
ჯგუფის პარალელურ მატჩში გერმანულმა "შალკემ" რუმინეთში ადგილობრივ "სტიაუასთან" ვერაფერი
"მეორე მატჩში ისეთი შედეგი დაფიქსირდა, რომ ჩვენ ჯგუფიდან მაინც გავედით და ერთადერთი პოზიტივი დღეს სწორედ ესაა", - აქვეყნებს პორტუგალიელის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.
იხილეთ ვიდეო
ასევე იხილეთ:ჩემპიონთა ლიგა. V ტური. E ჯგუფი: "ბაზელი"? რატომაც არა! [VIDEO]