ჩემპიონთა ლიგა. V ტური. C ჯგუფი: პსჟ პირველია [VIDEO]

AutoSharing Option
C ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პსჟ 5 4 1 0 15-3 13
2. ოლიმპიაკოსი 5 2 1 2 7-7 7
3. ბენფიკა 5 2 1 2 6-7 7
4. ანდერლეხტი 5 0 1 4 3-14 1

მომდევნო ტური
10 დეკემბერი:
ბენფიკა - პსჟ, ოლიმპიაკოსი - ანდერლეხტი

პარადოქსია, მაგრამ მთელი მეორე ტაიმი 10 კაცით მოთამაშე გუნდმა "ოლიმპიაკოსს" მოუგო, რომლის კონკურენტმა იმარჯვა და მიუხედავად ამისა, ბოლო ტურის წინ ჯგუფიდან გასვლის უკეთესი შანსი ბერძნებს შერჩათ.

"პარი სენ-ჟერმენმა" მორიგი გამარჯვება მოიპოვა, 13 ქულას მოუყარა თავი და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. არადა, მეორე ტაიმის სტარტზე მატჩის არბიტრმა მარკო ვერატი გააძევა მოედნიდან და თითქოს, "ოლიმპიაკოსს" დიდი უპირატესობა მისცა.

როდესაც
გუნდში ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ედინსონ კავანი გყავს, არაფრის უნდა გეშინოდეს - შვედმა გახსნა ანგარიში, ურუგვაელმა კი ზედ საფინალო სასტვენის წინ გამარჯვების გოლი გაიტანა. პარიზულ გოლთა შორის თავი მანოლასმა გამოიჩინა.

ზლატანმა ჯგუფურ ეტაპზე მე-8 გოლი გაიტანა, რაც ჩემპიონთა ლიგის რეკორდის გამეორებაა (ინძაგი, ვან ნისტელროი, კრესპო, რონალდო).

თამაში მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათ კიდევ შეეძლოთ არაერთი გოლის გატანა. განსაკუთრებით, სწორედ იბრაჰიმოვიჩი და კავანი სცოდავდნენ. აი, ესეკილ ლავეცი კი ჩრდილში იყო და მეორე ტაიმის სტარტზე გაიყვანეს კიდეც მოედნიდან.

საერთოდ, ესეკილი ვერაფრით მოერგო პარიზულ კლუბს და სულ უფრო აქტიურად საუბრობენ, რომ ზამთარში თუ არა, ზაფხულში მაინც ახალ გუნდს მოძებნის.

პარიზული გუნდი მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა და დროებით შეუძლია მთელი კონცენტრაცია საფრანგეთის ჩემპიონატზე გადაიტანოს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პსჟ-ოლიმპიაკოსი 2:1
გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (7), 1:1 მანოლასი (80), 2:1 კავანი (90).
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, ალექსი, ტიაგო სილვა, მაქსველი - ვერატი, ტიაგო მოტა, მატუიდი (86. ლუკასი) - ლავეცი (50. რაბიოტი), კავანი, იბრაჰიმოვიჩი (79. მარკინიოსი).
ოლიმპიაკოსი (4-2-3-1): ხიმენესი - სალინო (57. დომინგესი), მანოლასი, სიოვასი, ბონგი (46. ვეისი) - მანიატისი, სამარისი - კემპბელი (77. სავიოლა), ფუსტერი, ჰოლებასი - მიტროღლუ.
გაფრთხილება: ვან დერ ვილი, მატუიდი, კავანი - მანიატისი, მანოლასი, ვეისი, დომინგესი.
გაძევება: ვერატი (46).
კუთხური: 2-8; ჯარიმა: 13-13; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 9-10 (5-3); ბურთის ფლობა: 59%-51%.
მაყურებელი: 44 000

მატჩის შემდეგ:
იბრა: სულაც ამ მჭირდება "ოქროს ბურთი" იმის გასაგებად, რომ ყველაზე მაგარი ვარ


* * *
უხვგოლიანი მატჩი შედგა ბელგიაში, სადაც "ანდერლეხტმა" "ბენფიკას" უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში წააგო - 2:3.

მასპინძლები დაწინაურდნენ, მაგრამ მალევე გაუშვეს ორი გოლი და მდევრის როლში აღმოჩნდნენ... მატჩის დასრულებამდე 15-იოდე წუთი იყო დარჩენილი, როდესაც "ანდერლეხტმა" გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ საფინალო სასტვენამდე წამებით ადრე "ბენფიკამ" გამარჯვების გოლი გაიტანა.

გოლების და მომენტების აღწერით არ შეგაწყენთ თავს და მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ მატჩი ბელგიური გუნდის კონგოელი მცველის, მბემბა მანგულუს "ბენეფისად" იქცა - აფრიკელმა ჯერ მეტოქის კარი დალაშქრა, შემდეგ არც თავის გუნდს დააკლო და კარგი ავტოგოლიც მიითვალა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ერთი სიტყვით, "ბენფიკამ" მძიმე ბრძოლაში მოიგო, მაგრამ დიდი ალბათობით, მერვედფინალში მაინც "ოლიმპიაკოსი" გავა. თუ ბერძნებმა ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე "ანდერლეხტი" დაამარცხეს, მეორე ადგილსაც დაიბევებენ.

"ოლიმპიაკოსი" ურთიერთშეხვედრებში სჯობნის "ბენფიკას" და ძაღლის თავიც ამაშია დამარხული.

ანდერლეხტი-ბენფიკა 2:3
გოლები: 1:0 მბემბა (18), 1:1 მატიჩი (34), 1:2 მბემბა (52-საკ. კარში), 2:2 ბრუნო (77), 2:3 როდრიგო (90).
ანდერლეხტი (4-3-2-1): პროტო - ვანდენ ბორე, მბემბა, ნუიტინკი (73. ვარგასი), დეშატი (55. აჩემპონგი) - ჟილე, კუატე, პრაეტი - ბრუნო, ნსაკალა - მიტროვიჩი.
ბენფიკა (4-3-2-1): მორაეში - პერეირა, ლუიზაო, გარაი, ალმეიდა - მატიჩი, პერესი (87. როდრიგო) - მარკოვიჩი, ფესა, გაიტანი (72. სულეიმანი) - ლიმა.
გაფრთხილება: ნუიტინკი, ბრუნო, მიტროვიჩი - მორაეში, ალმეიდა.
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 12-17; თამაშგარე: 7-1; კარში დარტყმა: 7-8 (3-2); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 25 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ცხრილები ნორმალურად დახაზეთ რომ დავინახოთ
dato
00:29 29-11-2013
0

სიახლეები პოპულარული