"ფარმაცევტების" პრობლემებსა და პერსპექტივებზე გერმანელებმა ინერვიულონ, ჩვენ "ეშმაკების" ბანაკში მატჩისშემდგომ სიტუაციაზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა.
ბუნებრივია, შედეგითაც და თამაშის ხარისხითაც "იუნაიტედში" კმაყოფილები დარჩნენ. ყველაზე ბედნიერი მაინც დევიდ მოიესი გახლდათ, რომელმაც აღიარა, რომ მისმა გუნდმა "ბაი არენაზე" საუკეთესო ფეხბურთი აჩვენა.
"ბაიერი" ბუნდესლიგაში კარგად თამაშობს და ეს ფაქტორი ჩვენს გამარჯვებას კიდევ უფრო მეტ ფასს სძენს. შესანიშნავად ვითამაშეთ. სტადიონზე, სადაც თამაში
უეინს კიდევ მოუწევს ცენტრფორვარდად თამაში, შინჯის კი თავდამსხმელების უკან გარჯა. გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას შეტევაში განსხვავებული სქემებით შეეძლოს მეტოქეთა გაკვირვება. ხშირად მთელ დიდებას შემტევები იხვეჭენ, თუმცა შეუძლებელია, დღეს ჩვენს უკანახაზელებს ავუარო გვერდი. მინდა, რომ რაც შეიძლება ხშირად ვთამაშობდეთ ასე.
ცუდია, რომ სტაბილურად ამას ვერ ვახერხებთ. ბოლო პერიოდში უკვე გამოჩნდა ნიშნები, რომ ამისკენ მივდივართ. უნდა გამოვტყდე, რომ ჩემი დანიშვნის შემდეგ "იუნაიტედმა" საუკეთესო ფეხბურთი აჩვენა, მით უფრო, მეტოქის სიძლიერის გათვალისწინებით.
უნდა დავრწმუნდეთ, რომ მომდევნო შეხვედრებისთვისაც ამ დონეზე ვიქნებით მომზადებულნი. აუცილებელია ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა. ამას გარდა, უნდა მივხედოთ შიდა ასპარეზსაც. შეიძლება ითქვას, რომ აქამდეც კარგ ფორმაში ვიყავით, თუმცა კვირას ფეხი მაინც დაგვიცდა.
გულშემატკივარს ხშირად აკვირვებს გიგზის ასაკი და მისი თამაშის ხარისხი. რაიანი სტაბილურად აგრძელებს უმაღლეს დონეზე გამოსვლას. დღეს საღამოს ის ყველაფერში ძალიან ძლიერი იყო. მას ბოლო წუთამდე ეყო ძალები.
გიგზმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამდენად მრავალმხრივია მისი ნიჭი. რაღაც თვალსაზრისით, ისიც კი შეიძლება ითქვას, რომ უელსელის თამაში სულ უფრო იხვეწება. მოედნის მისეული ხედვა, უბრალოდ, გამაოგნებელია, ხომ ნახეთ, რა პასი გაუკეთა მან ნანის?
ბედნიერი ვარ, რომ მასთან მუშაობის პატივი მხვდა წილად. ის იქამდე ითამაშებს, ვიდრე თავად ექნება ამის სურვილი".
რაიან გიგზი:
"სტუმრად გამართულ შეხვედრაში ხუთი გოლი გავიტანეთ, რაც ყოველთვის მიღწევაა, მით უმეტეს, ევროპულ ასპარეზზე. ასე რომ, ბუნებრივია, რომ კმაყოფილები ვართ. ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე ვიცოდით, რომ თუკი მოვიგებდით, პლეი ოფის საგზურს გავინაღდებდით, თუმცა ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთ მაღალ დონეზე გამოგვივიდოდა საქმე".
უეინ რუნი:
"კარგად ვითამაშეთ. განსაკუთრებით ეფექტურები ვიყავით კონტრშეტევებზე. მთავარი იყო, პირველებს გაგვეტანა, რათა მეტოქისთვის საკუთარი თამაშის პოვნის საშუალება არ მიგვეცა.
საბოლოოდ ასეც გამოვიდა. "იუნაიტედისთვის" პრინციპულია, რომ პირველ ადგილზე გავიდეთ. მიზნის მისაღწევად დღევანდელი სამი ქულა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.
თამაშის მიმდინარეობისას მეტოქის ფეხბურთელმა მკითხა, ამ ასაკში გიგზი როგორ თამაშობსო. იმის თვალის დევნება, თუ რამდენად მშვიდად შეუძლია რაიანს ბურთთან მუშაობა, ძალიან ბევრს ნიშნავს. პირადად მის ასაკში ფეხბურთს ნამდვილად ვეღარ ვითამაშებ".
ჯონი ევანსი:
"თამაშის მიმდინარეობას მთლიანად ვაკონტროლებდით და თავს კარგად ვიცავდით. მოედნის ცენტრში შეკრულად ვთამაშობდით, შესაბამისად, მეტოქე იძულებული იყო, დიდი ძალებით შეეტია. როგორც კი ბურთს მოვიპოვებდით, ხიფათს ვქმნიდით. აშკარაა, რომ ვიწყებთ ისე თამაშს, როგორც ამას მოიესი ითხოვს ჩვენგან".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. V ტური. A ჯგუფი: დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი [VIDEO]