ხოსეპ გვარდიოლა: ეს დამარცხება ჩვენთვის დროული და სასარგებლო იყო

AutoSharing Option
10 დეკემბერს, მიუნხენში "მანჩესტერ სიტისთან" წაგებული მატჩის შემდეგ "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ იხტიბარი არ გაიტეხა და აღნიშნა, რომ დამარცხება დროული იყო.

მიუნხენში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში "სიტიმ" ანგარიშში ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა, საბოლოოდ კი 3:2 მოიგო და სულ ცოტა - ერთი გოლი დააკლდა ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად.

იხილე ვიდეო
Sportall.Ge

"ვულოცავ "მანჩესტერ სიტის" გამარჯვებას, ჩვენ კი ამის შემდეგ გვეცოდინება, რომ შეიძლება დავმარცხდეთ. ეს წაგება დროული და სასარგებლოა.

დიახ, ზოგჯერ დამარცხება საჭიროა. ბუნდესლიგაში თამაშს თამაშზე ვიგებთ. მანჩესტერში ანგარიშით 3:1
მოვიგეთ, თუმცა დღეს დავმარცხდით და ამას უნდა შევეგუოთ. ჩვენ ახლა უკვე მომდევნო კვირასა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ვფიქრობთ.

პირველ ტაიმში შეცდომებს ნაკლებად ვუშვებდით, მეორე ნახევრის პირველი 10 წუთი კი ჩავაგდეთ. "მანჩესტერ სიტი" - ბრწყინვალე გუნდია, რომელთანაც მხოლოდ ბურთის ფლობაში უპირატესობით ვერას გახდები.

დღეს ყველა ჩვენი ფეხბურთელი არ იყო საჭირო დროს საჭირო ადგილზე. ამაზე უნდა ვიმუშავოთ.

მთლიანობაში, შედეგით მაინც კმაყოფილნი ვართ. ჯგუფურ ეტაპზე შევხვდით ბრწყინვალე გუნდს. ვულოცავ ფეხბურთელებს მიღწეულ შედეგს და იმედია, ახლა ნათლად გავიაზრებთ, რაოდენ ძნელია ევროპულ ასპარეზზე წარმატებების მიღწევა",
- აქვეყნებს ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური. D ჯგუფი: არც ისე უძლეველი რეკორდმაისტერი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული