მიუნხენში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში "სიტიმ" ანგარიშში ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა, საბოლოოდ კი 3:2 მოიგო და სულ ცოტა - ერთი გოლი დააკლდა ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად.
"ვულოცავ "მანჩესტერ სიტის" გამარჯვებას, ჩვენ კი ამის შემდეგ გვეცოდინება, რომ შეიძლება დავმარცხდეთ. ეს წაგება დროული და სასარგებლოა.
დიახ, ზოგჯერ დამარცხება საჭიროა. ბუნდესლიგაში თამაშს თამაშზე ვიგებთ. მანჩესტერში ანგარიშით 3:1
პირველ ტაიმში შეცდომებს ნაკლებად ვუშვებდით, მეორე ნახევრის პირველი 10 წუთი კი ჩავაგდეთ. "მანჩესტერ სიტი" - ბრწყინვალე გუნდია, რომელთანაც მხოლოდ ბურთის ფლობაში უპირატესობით ვერას გახდები.
დღეს ყველა ჩვენი ფეხბურთელი არ იყო საჭირო დროს საჭირო ადგილზე. ამაზე უნდა ვიმუშავოთ.
მთლიანობაში, შედეგით მაინც კმაყოფილნი ვართ. ჯგუფურ ეტაპზე შევხვდით ბრწყინვალე გუნდს. ვულოცავ ფეხბურთელებს მიღწეულ შედეგს და იმედია, ახლა ნათლად გავიაზრებთ, რაოდენ ძნელია ევროპულ ასპარეზზე წარმატებების მიღწევა", - აქვეყნებს ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური. D ჯგუფი: არც ისე უძლეველი რეკორდმაისტერი [VIDEO]