ფრანკ დე ბური: "მილანის" გასვლა ანტიფეხბურთის ზეიმია

AutoSharing Option
11 დეკემბერს "მილანმა" შინ ნულოვან ფრეს მიაღწია "აიაქსთან" და მერვედფინალში რის ვაივაგლახით გავიდა, ხოლო ჰოლანდიური კლუბი ევროპალიგაზე გადაერთო.

ამ შეხვედრის 22-ე წუთზე რიკარდო მონტოლივო გააძევეს კრისტიან პოულსენთან მეტისმეტი უხეშობისთვის. 10 კაცით მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ძლივს გაძლო. "მილანმა" მეტოქის კარისკენ სულ 3-ჯერ დაარტყა, როცა "აიაქსმა" - 23-ჯერ.

მატჩის შემდეგ ფრანკ დე ბური, "აიაქსის" თავკაცი., ძალიან უკმაყოფილო იყო: "იმ ორი მატჩის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც ჩვენ "მილანთან" ვაჩვენეთ, "აიაქსი" გასავარდნად ცოდო იყო. ვფიქრობ, რომ ამ მატჩით ანტიფეხბურთმა იმარჯვა.

რა თქმა უნდა, დღევანდელი
თამაშის მიმდინარეობა გაძევებამ გადაწყვიტა, თუმცა მონტოლივოს გაძევება სამართლიანი იყო. ის კი არა, "მილანს" გაუმართლა, მეორე ტაიმში მსაჯმა მას ბალოტელიც რომ არ მიაყოლა.

ფეხბურთში ყოველთვის ძლიერი ვერ იმარჯვებს"
.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური. H ჯგუფი: ნეიმარმა "ბარსელონას" მესი დაავიწყა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა არ არის, ათრია აიაქსმა... პირველი თამაში საერთოდ რა იყო გაიხსენეთ რა... კაროჩე ნაპოლიც და იუვენტუსიც გაცილებით კარგი გუნდებია ვიდრე მილანი, მარა ჰე..
PARFIUMER
10:40 13-12-2013
0
აიქსი მილანზე ძლიერი რომ ვერ არის, მაგას თქმა რად უნდა...
dato
22:18 12-12-2013
0

სიახლეები პოპულარული