მისი თქმით, გერმანელები საკმაოდ ძლიერები არიან ფიზიკურად და ეცდებიან, ეს უპირატესობა გამოიყენონ.
"მათი გუნდი ძალიან ათლეტურია, ისევე, როგორც ყველა გერმანული კლუბი.
მათ ბევრი გოლი გააქვთ სტანდარტული სიტუაციებიდან. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ისინი კარგად იყენებენ ფიზიკურ უპირატესობას, უფრო თავდასხმისთვის, ვიდრე დაცვისთვის.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვერ შევძლებთ ამ კომპონენტში ბრძოლას, რადგან პარიზელი მოთამაშეები ერთ ღამეში 10 სანტიმეტრით არ იზრდებიან.
უნდა გამოვიყენოთ სხვა მეთოდები გამარჯვებისთვის და კარგია, რომ
შეგახსენებთ, რომ ლევერკუზენი-პსჟ-ის მატჩი 18 თებერვალს, ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება.
ასევე იხილეთ:
ლევერკუზენი VS პსჟ - პსჟ კავანის გარეშეც ფავორიტია