ლორან ბლანი: ჩვენ მეოთხედფინალში ჯერ არ გავსულვართ

AutoSharing Option
პსჟ-ის მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი კმაყოფილია, თუმცა ცდილობს დაარწმუნოს თავისი შეგირდები, რომ ლევერკუზენში მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგაც არ შეიძლება მოდუნება.

18 თებერვალს გამართულ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში პარიზულმა გუნდმა ქვა-ქვაზე არ დატოვა სტუმრად ლევერკუზენის "ბაიერთან" - 4:0. დუბლით პსჟ-ის ფეერიული ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოირჩა, თითო კი ბლეზ მატიუდიმ და იოან კაბაიმ გაიტანეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"პირველ რიგში, ჩვენ სათანადოდ ვიზეიმებთ სტუმრად მოპოვებულ ამ ზღაპრულ გამარჯვებას. "ვალანსიენთან" თამაშის შემდეგ ვხედავდი, როგორ იყო ჩემი გუნდი დაგეშილი. ამ მატჩს ყველა დიდი ხნის განმავლობაში
ელოდა და როცა ასეთი განწყობაა, ყველაფერი ბრწყინვალედ გამოდის ხოლმე.

ასევე აღსანიშნავია, რომ უკვე მესამე წუთზე გავიტანეთ, რაც ყოველთვის აადვილებს საქმეს. კი ბატონო, შეგიძლიათ ლევერკუზენელთა სუსტ წერტილებზე ისაუბროთ, თუმცა, როგორც უნდა იყოს, ჩვენ მაინც ბრწყინვალედ გავისარჯეთ.

გუნდში არაჩვეულებრივი ატმოსფეროა. მინდა ჩემს ბიჭებს ეს გამარჯვება მივულოცო - ყველას, ვინც პირველივე წუთებიდან დაიწყო თამაში და მათაც, ვინც შეცვლაზე შემოვიდა. ძალიან კარგია, რომ ჩემი გუნდის ნებისმიერი ფეხბურთელის იმედი შეიძლება მქონდეს.

ჩვენ გერმანიაში ჩამოვედით, რათა კარგი შეხვედრა ჩაგვეტარებინა და ჩვენმა მომზადებამ ამის საშუალება მოგვცა. დღეს ყველაფრით მოხიბლული ვარ - გუნდური თამაშითაც და ინდივიდუალური მოქმედებებითაც, თუმცა მეოთხედფინალში ჯერ არ გავსულვართ", - აქვეყნებს ბლანის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.

ასევე იხილეთ:
ლევერკუზენი-პსჟ 0:4 - პარიზი უკვე ცაშია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული