ხოსეპ გვარდიოლა: ყველამ დავინახეთ, რომ მთავარი ბურთის ფლობაა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ლონდონის "არსენალთან" მატჩის შემდეგ თავისი გუნდის გარჯა შეაფასა.

19 თებერვალს, ლონდონში გამართულ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში ბავარიელებმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს.

"თამაში შეიძლება სამ ნაწილად დავყოთ. პირველი 15 წუთის განმავლობაში "არსენალი", უბრალოდ, ფანტასტიკურად თამაშობდა და ჩვენ, რა თქმა უნდა, გაგვიმართლა, თუმცა თავის მხრივ, შეუდარებლად გაისარჯა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეც.

ამის შემდეგ ჩვენ უკეთ გამოვიყურებოდით, თანდათანობით მოვიპოვეთ ინიციატივა. კარგად ვუტევდით მარჯვენა ფლანგიდან, ჩვენი პენალტის შემდეგ კი მოედანზე სურათი სრულებით შეიცვალა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ჩემს სამწვრთნელო
კარიერაში პირველად შევძელი "არსენალის" მისსავე მოედანზე დამარცხება. ახლა კი ყურადღება საპასუხო მატჩზე უნდა გადავიტანოთ. თუკი შევძლებთ სასურველი ანგარიშით მატჩის დასრულებას, ეს ბრწყინვალე მიღწევა იქნება.

დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ყველაფერი ბურთის ფლობაზეა დამოკიდებული. საერთოდ კი, ეს პიროვნული საკითხია - მოთამაშეს უნდა სურდეს ბურთის ფლობა. ჩვენ თავს ვერ ვუწოდებთ კონტრშეტევაზე კარგად მოთამაშე გუნდს, რადგან ამისთვის საჭირო "ფიზიკას" არ ვფლობთ. ამიტომ გამუდმებით უნდა ვაკონტროლოთ ბურთი - მთლიანობაში, ჩვენი თამაში ამაზეა აგებული", - აქვეყნებს ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.

საპასუხო მატჩი "ალიანს არენაზე" 11 მარტს გაიმართება.

ასევე იხილეთ:
არსენალი-ბაიერნი 0:2 - "ბაიერნი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული