შალკე VS რეალი - შესაძლებლობების 120 პროცენტი!

AutoSharing Option
ძალიან დიდი ხანია, "რეალი" ლა ლიგის ლიდერი არ ყოფილა და აი, ზედ "ფელტინს არენაზე" ვიზიტის წინ, "სამეფო კლუბი" გალიდერდა. ასე რომ, ფავორიტი გერმანიაში დიდებულ განწყობაზე ჩადის, მისი მთავარი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო კი დასვენებული (3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა) და გოლებს "მოშიებულია"...

გერმანია ის ქვეყანა არ არის, სადაც "რეალი" ნავარდობს, ამიტომაც "შალკესთან" მატჩს ფრთხილად ეკიდება. "რეალი" გერმანიაში 26-ედ ითამაშებს და აქამდე მხოლოდ ერთხელ მოხდა, რომ ესპანურმა კლუბმა იმარჯვა - 2000 წელს "ლევერკუზენი" დაამარცხა.

მეორე მხრივ, კარლო ანჩელოტის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და კონკურენტებს უკვე
3-3 ქულით უსწრებს ჩემპიონატში. ყველა შეჯიბრებაში ბოლო 16 მატჩიდან "რეალმა" 15 მოიგო, ასე კარგად ამჟამად ევროპაში არც ერთი გუნდი არ თამაშობს "ბაიერნის" გარდა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "რეალი" ყველაზე უხვგოლიანი კლუბი იყო, ხოლო მისი ლიდერი კრიშტიანო რონალდო - ბომბარდირი და რეკორდსმენი. რონალდომ 9 გოლი გაიტანა ჯგუფურ ეტაპზე, ეს კი ყველა დროის რეკორდია. ოთხშაბათს რონალდო დაბრუნდება. ანჩელოტის კი მოგების კარგი გამოცდილება აქვს "შალკეს" წინააღმდეგ - იტალიელმა გერმანულ გუნდ 20005/06 წლების სეზონში მოუგო "მილანში" მუშაობისას.

ანჩელოტის სურს უძლიერესი შემადგენლობა ათამაშოს, თუმცა ფაბიო კოენტრაოს და მარსელოს მცირე ტრავმები აწუხებთ.

Sportall.Ge

"შალკეც" შესაშურ ფორმაშია და შინ 100%-იანი შედეგიც ჰქონდა, სანამ "მაინცს" უგოლოდ არ დაუზავდებოდა. გუნდს დაუბრუნდა კოჭმტკივანი იულიან დრაქსლერი, რომელიც სიღრმიდან დაეხმარება კლაას იან ჰუნტელაარს, ჰოლანდიელ ფორვარდს, რომელიც ოდესღაც "რეალში" თამაშობდა.

ჰუნტელაარი "მარკასთან" საუბარში ამბობს, რომ მისი გუნდისთვის გამოსავალი მხოლოდ შეტევაა, "შალკე" უკან არ დაიხევს და "რეალს" პირველ ნომრობას არ გადააბარებს, ვნახოთ.

"შალკეს" ჰაერივით ესაჭიროება დადებითი შედეგი შინ, რადგან სტუმრად ესპანეთში ეს გუნდი ძალიან ცუდად თამაშობს, ბოლო 7 მატჩიდან ერთიც არ მოუგია.

"შალკეს" ვებსაიტს არაბეთში გადახვეწილმა ლეგენდარულმა რაულ გონსალესმა ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ მისი ორი ყოფილი კლუბის შეხვედრაში გერმანელებს შესაძლებლობების 120%-ით გამოყენება ჰმართებთ, თუკი წარმატების მიღწევა სურთ.

Sportall.Ge

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. I მატჩი
26 თებერვალი. შალკე-რეალი. ფელტინს არენა. 23:45
შალკე-რეალი
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სამი ხედირა, მარსელო (?), ფაბიო კოენტრაო (?) - მარკო ჰოგერი, დენის აოგო
ბოლო 6 მატჩი ლიგაზე
+3=1-2 +5=1-0
შალკე: ფერმანი - ჰოოგლანდი, სანტანა, მატიპი, კოლასინაცი - ბოატენგი, ფარფანი - ნოიშტადტერი, დრაქსლერი, მაიერი - ჰუნტელაარი
რეალი: დ. ლოპესი - კარვახალი, ს. რამოსი, პეპე, არბელოა - მოდრიჩი, ჩაბი ალონსო - დი მარია, ბეილი, რონალდო - ბენზემა
არბიტრი: ჰოვარდ ვები (ინგლისი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული