ცხადია, ბუკმეკერთა ფავორიტიც ანჩელოტის გუნდი იყო. ყველაფერი ისე აგიხდეთ, როგორც მათმა პროგნოზმა გაამართლა. "შალკე" კარგი გუნდია, ოღონდ ბუნდესლიგაში. ფორმაში მყოფ "რეალს" კი სპარინგპარტნიორად თუ გამოადგება.
თამაში მეტოქეებმა დაზღვევით დაიწყეს. ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელებულა. მადრიდელებმა პირველივე საგოლე მომენტი გამოიყენეს. საჯარიმოს მისადგომებიდან რონალდომ ქუსლით ბენზემა მეკარეს პირისპირ შეატოვა. "შალკეს" ორი მცველი
"ხუმარებს" საპასუხო შეტევაშივე შეეძლოთ გათანაბრება. ფარფანის პასით დრაქსლერს ახლოდან უნდა გაეტანა, თუმცა კასილიასს ვერაფერი დააკლო. დამატებაზე უკვე მეიერს შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ ბურთი ხარიხას ზემოდან გადაავლო.
ეს იყო ძირითად დროში მასპინძელთა პირველი და უკანასკნელი რეალური საგოლე იერიში სტუმართა კართან. მალე მეორე გოლიც გავიდა. ბენზემამ სანტანას ბურთი აუტის ხაზთან წაართვა, ბეილმა "შალკეს" ლამის მთელი უკანა ხაზი მოატყუა და ანგარიში გაზარდა.
დარჩენილი დრო "რეალმა" მშვიდად გაატარა, თუმცა დროდადრო მაინც იოლად ჭრიდა ხოლმე "შალკეს" დაცვას. რამდენიმე მომენტი ჰქონდა რონალდოსაც. პორტუგალიელმა ერთხელ ძელსაც კი გაარტყა.
დანაკლისი რონალდომ შესვენების შემდეგ მალევე აინაზღაურა. ჯერ იყო და მატიპს დაახვია თავბრუ და ფერმანს შორეულ კუთხეში გაუტანა; ხუთ წუთში ბენზემა მეორედ დატოვა მეკარესთან ერთი-ერთზე, ისევ ქუსლით გაკეთებული პასით; სულ ბოლოს კი ბეილისა და ბენზემას მსგავსად, დუბლი თავადაც შეასრულა.
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის მეორე გოლი უკვე საკონტროლო გასროლასავით იყო. "შალკეს" აგონია ამით დასრულდა. საფინალო სასტვენამდე ერთი წუთით ადრე ჰუნტელაარის გოლზე პრესტიჟის იყოო, მტკიცებას ვერ დავიწყებთ. "შალკეს" წუხელ საკუთარი პრესტიჟისთვის მებრძოლი გუნდისა არაფერი ეცხო.
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი
შალკე-რეალი 1:6
გოლები: 0:1 ბენზემა (13), 0:2 ბეილი (21), 0:3 რონალდო (52), 0:4 ბენზემა (57), 0:5 ბეილი (69), 0:6 რონალდო (89), 1:6 ჰუნტელაარი (90+1)
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - ჰიოვედესი, მატიპი, სანტანა, კოლაშინაცი (76. ფუხსი) - ნოიშტედტერი, ბოატენგი (59. გორეტცკა) - დრაქსლერი, მეიერი, ფარფანი (72. ობასი) - ჰუნტელაარი
რეალი (4-3-3): კასილიასი - კარვახალი, პეპე, რამოსი, მარსელო - ალონსო (73. ილიარამენდი), მოდრიჩი, დი მარია (68. ისკო) - ბეილი (80. ხესე), ბენზემა, რონალდო
გაფრთხილება: ჰიოვედესი, ჰუნტელაარი - დი მარია
კარში დარტყმა: 10-21 (6-12) კუთხური: 1-7 თამაშგარე: 0-5 ჯარიმა: 9-3 ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 54 442
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"