ჩემპიონთა ლიგა: თითიდან გამოწოვილი მუღამები

AutoSharing Option

A, B, C  და D ჯგუფებში ფაქტობრივად ყველაფერი გარკვეულია, დარჩა მხოლოდ რამდენიმე ინტრიგა და ისიც არცთუ ძალიან საინტერესო. მაგალითად: „ტოტენჰემი“ გავა პირველ ადგილზე, თუ „ინტერი“; „შალკე“, თუ „ლიონი“; დაამყარებს თუ არა „მანჩესტერი“ რეკორდს; და რაც მთავარია, დღის „მთავარი“ კითხვა: „კოპენჰაგენი“ თუ „რუბინი“? ერთი სიტყვით, დღეს დიდი ვერაფერი დღეა...


A ჯგუფი

ვერდერი-ინტერი
„ვერდერისთვის“ ევროსარბიელი 2010-2011 უკვე დასრულებულია. შესაბამისად, ბრემენული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს (მილანის ინტერთან) ოფიციალურად უმოტივაციოდ ხვდება. თომას შააფის გუნდი ბოლო ადგილზეა

და აღარც მესამე ადგილზე გასვლისა და ევროპის ლიგაში გადასვლის შანსი აქვს. თუმცა ბრემენულ კლუბს აქვს თავმოყვარეობა და ესეც რომ არ იყოს, მილანური კლუბის დამარცხება, თუნდაც უმოტივაციო მატჩში, „ვერდერს“ 800 000 ევროს შესძენს, რაც სულაც არ არის პატარა თანხა.

„ეს ბოლო შანსია იმისა, რომ ჩვენი თავი საკუთარი ქომაგებისა და ევროპის წინაშე კარგად წარმოვაჩინოთ. თითოეული ჩვენგანი ვალდებულია გულშემატკივრების წინაშე, მაქსიმუმი გაიღოს, თორემ „ვერდერი“ წელს უკვე ისედაც ძალიან შერცხვა,“ - ეს სიტყვები ბრემენელთა ლიდერს, ტორსტენ ფრინგსს ეკუთვნის.

„ვერდერს“ ნამდვილად აქვს ამ თამაშის მოგების შანსი, რადგან როგორც ჩანს, მილანური კლუბი ბრემენში თავის მოკვლას არ აპირებს - მიუხედავად იმისა, რომ პირველ ადგილზე გასვლისთვის მოგება სჭირდება. „ინტერისთვის“ იტალიის ჩემპიონატი და მოახლოვებული მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი უფრო მნიშვნელოვანი მოვლენებია. რაფაელ ბენიტესს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ისედაც ტრავმირებული ჰყავს და ფაქტია, რომ დღესაც არა მთლად მეორე შემადგენლობას, მაგრამ კარგ „ბ“ გუნდს ათამაშებს. „ვერდერს“ ორი წამყვანი ფიგურა, კლაუდიო პისარო და ვესლი აკლია. სტატისტიკაც „მუსიკოსების“ მხარესაა: „ვერდერი“ საკუთარ „ვეზერშტადიონზე“ იტალიურ კლუბთან აქამდე არასდროს დამარცხებულა.

სავარაუდო შემადგენლობები
ვერდერი (4-2-3-1): ვიზე - დ. შმიდტი, მერტეზაკერი, პრიოდლი, პასანენი - ფრიტცი, ფრინგსი - არნაუტოვიჩი, ჰანტი, მარინი - უგო ალმეიდა.
ინტერი (4-2-3-1): კასტელაცი - ნატალინო, კორდობა, მატერაცი, სანტონი - ხ. ძანეტი, ტ. მოტა - ბიაბიანი, მუნტარი, პანდევი - ეტო’ო.

არბიტრი: ჩიუნეით ჩაქირი (თურქეთი)


ტვენტე-ტოტენჰემი

პარალერულ მატჩში „ტვენტე“ „ტოტენჰემს“ მასპინძლობს. რაკი ლონდონელებს ზუსტად იმდენივე ქულა აქვთ, რამდენიც „ინტერს“, ურთიერთშეხვედრებით კი იტალიურ კლუბს სჯობნიან (3:4, 3:1), გამარჯვების შემთხვევაში, ინგლისური კლუბი ჯგუფიდან გასვლას პირველადგილოსნის რანგში გაინაღდებს. ჰოლანდიელებს კი ევროპის ლიგაში გადასვლა აქვთ განაღდებული, რადგან ვეღარც მეორე ადგილს შესწვდებიან და არც მესამეს დაკარგავენ. შესაბამისად, „ტვენტე“ თავისუფლად ითამაშებს.

სავარაუდო შემადგენლობები
ტვენტე (4-2-3-1): ბოშკერი - როსალესი, ვისგერჰოფი, დუგლასი, ტიენდალი - ბრამა, იანსენი - დე იონგი, ლანდზაატი, ჩადლი - იანკო.
ტოტენჰემი (4-4-2): გომესი - ასუ-ეკოტო, ბასონგი, გალასი, ჰატონი - ლენონი, პალასიოსი, მოდრიჩი, ბეილი - დეფო, კრაუჩი.
არბიტრი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი)


თ მ ფ წ ბ ქ
1. ტოტენჰემი 5 3 1 1 15-8 10
2. ინტერი 5 3 1 1 12-8 10
3. ტვენტე 5 1 2 2 6-8 5
4. ვერდერი 5 0 2 3 3-12 2



B ჯგუფი
ბენფიკა-შალკე
„ინტერისგან“ განსხვავებით, გელზენკირხენის „შალკეს“ B ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება უნდა და თანაც იმდენად, რომ მთავარმა მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა ეს ლამის ყველაზე პრინციპულ მიზნად დაისახა. „შალკეს“ ფეხბურთელებიც ყველა ინტერვიუში იმეორებდნენ, რომ მათ მხოლოდ პირველი ადგილი დააკმაყოფილებთ, ისე კი, შეგახსენებთ, რომ ლევან ყენიას გუნდს მერვედფინალში თამაში უკვე გარანტირებული აქვს. „ჩვენ აუცილებლად პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ, რათა მერვედფინალში შეძლებისდაგვარად ნაკლებად ძლიერ მეტოქეს შევხვდეთ. ცხადია, მეოთხედფინალში გასვლაზე ვოცნებობთ და იმიტომ,“ - თქვა მაგათმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე. 

არადა, „შალკეს“ ძალიან რთული მატჩი ელის - „ხუმარები“ ლისაბონში ჩადიან, სადაც „ბენფიკას“ დაუპირისპირდებიან. „ბენფიკა“ სახლის გუნდია და ვიცით, რომ ლისაბონში სულ სხვანაირად ითამაშებენ, ვიდრე გელზენკირხენში,“ - ეს სიტყვები კი „შალკეს“ კიპერ მანუელ ნოიერს ეკუთვნის.

„შალკეში“ ახლა დროებითი და შესაძლოა, მოჩვენებითი სიმშვიდეა, რადგან მაგათის გუნდმა ამ უქმეებზე „ბაიერნს“ მოუგო (2:0). ამ მატჩში ტრავმა მიიღო „შალკეს“ მთავარმა იმედმა რაულმა, მაგრამ როგორც S04-ის სამედიცინო შტაბი იტყობინება, ვეტერანი ესპანელი გოლეადორი დღეს საღამოსთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.

მართალია, „ბენფიკა“ ჯგუფიდან ვეღარ გადის, სამაგიეროდ, მესამე ადგილი ჯერ არ გაუნაღდებია. ეს კი ლისაბონელთათვის ძალიან აუცილებელია, რადგან ზაფხულში „ბენფიკამ“ ტრანსფერებში საკმაოდ ბევრი ფული დახარჯა და მინიმუმ ევროპის ლიგაზეც რომ ვერ გადავიდეს, პორტუგალიურ გრანდს სერიოზული ფინანსური ზიანი მიადგება. ლისაბონელებს ყველაზე მეტად გოლეადორ კარდოსოს იმედი აქვთ, რომელიც გამოჯანმრთელების შემდეგ, ფორმაში ნელ-ნელა შედის.

სავარაუდო შემადგენლობები

ბენფიკა (4-1-3-2): რობერტო - მაქსი პერეირა, ლუიზაო, დავიდ ლუისი, ფაბიო კოენტრაუ - ხავი გარსია - რუბენ ამორიმი, კარლოს მარტინსი, გაიტანი - სავიოლა, კარდოსო.
შალკე (4-2-2-2): ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი, მეტცელდერი, შმიტცი - კლუგე, რაკიტიჩი - ხურადო, ედუ - ჰუნტელაარი, რაული.
არბიტრი: ჰოვარდ ვები (ინგლისი)


ლიონი-ჰაპოელი

„ბენფიკას“ წაფორხილებაზე „ჰაპოელის“ ფეხბურთელები, უფრო სწორად, მთელი თელ ავივი და მთელი ისრაელი ოცნებობს, მაგრამ ვიდრე „შალკეს“ უქომაგებდნენ, ებრაელებმა ჯერ „ლიონი“ უნდა დაამარცხონ, რაც იოლი ნამდვილად არ იქნება - ფრანგული კლუბი ხომ პირველი ადგილისთვის იბრძვის. თანაც, „ლიონი“ შესანიშნავ ფორმაშია - საფრანგეთის ჩემპიონატში ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

„გუნდში ბრწყინვალე განწყობაა, ასე უნდა გავაგრძელოთ,“ - ეს სიტყვები საფრანგეთის ნაკრების კიპერ ლორისს ეკუთვნის.

სავარაუდო შემადგენლობა

ლიონი (4-3-3): ლორისი - რევეილერი, კრისი, ლოვრენი, სისოხო - პიანიჩი, ტულალანი, მაკუნი - ბრიანი, ლისანდრო ლოპესი, ბასტოსი.
ჰაპოელი (5-3-1-1): ენიემა - შიში, ბადირი, და სილვა, ფრანსმანი, ბონდარვი - ზეჰავი, ვერმუთი, იადინი - თამუზი - შეხტერი.
არბიტრი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია)

თ მ ფ წ ბ ქ
1. შალკე 5 3 1 1 8-2 10
2. ლიონი 5 3 0 2 9-8 9
3. ბენფიკა 5 2 0 3 6-10 6
4. ჰაპოელი 5 1 1 3 5-8 4


C ჯგუფი

მანჩესტერი-ვალენსია

ამ ჯგუფში ყველაფერი გარკვეულია, გარდა ერთისა: ვინ დაიკავებს პირველ ადგილს. „მანჩესტერს“ და „ვალენსიას“ მერვედფინალის საგზურები გარანტირებული აქვთ და დღეს ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა ერთმანეთში უნდა გაარკვიონ. დაძაბული სიტუაცია არც ამ მხრივაა, რადგან „მანჩესტერი“ „ვალენსიას“ სამი ქულით უსწრებს და სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს ესპანური კლუბი სტუმრად 1:0 ჰყავს დამარცხებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ „ვალენსიას“ პირველ ადგილზე გასვლა უნდა, „ოლდ ტრეფორდზე“ ან მინიმუმ ორბურთიანი სხვაობით უნდა მოიგოს, ანაც ერთბურთიანით, ოღონდ არა 1:0.

არა, არა! არის კიდევ ერთი ინტრიგა: „მანჩესტერ იუნაიტედს“ განვლილ ხუთ ტურში არცერთი გოლი არ აქვს გაშვებული და თუ ედვინ ვან დერ სარი კარს ამ შეხვედრაშიც მშრალად შეინახავს, „მანჩესტერი“ ერთადერთი გუნდი იქნება ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ჯგუფური ეტაპი გაშვებული გოლის გარეშე დაასრულა.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერი (4-4-2): ვან დერ სარი (ან კუჟჩაკი) - რ. და სილვა, ვიდიჩი, ფერდინანდი, ევრა - ნანი, ფლეტჩერი, ქერიკი, პარკი - ბერბატოვი, რუნი.
ვალენსია (4-4-2): გაიტა - მიგელი, რ. კოშთა, მადურო, ბრუნო - ალბელდა, კოსტა, პაბლო ერნანდესი, მატა - სოლდადო, ადურისი.
არბიტრი: პედრო ოლივეირა (პორტუგალია)



ბურსა-რეინჯერსი
პარალელური მატჩი კი აბსოლუტურად უაზრო და ფაქტობრივად გართობაა. სხვა დრო რომ იყოს და „ბურსა“ საყოველთაო დაცინვის ობიექტი რომ არ გამხდარიყო, ვიტყოდით, რომ თურქები თურქული ფეხბურთის პრესტიჟის დასაცავად იბრძოლებენ, მაგრამ რა პრესტიჟი, რომელი თავმოყვარეობა - „ბურსასპორის“ შემთხვევაში არაფერზე არ ღირს საუბარი. მაგრამ ვალდებულები ვართ, შეგახსენოთ, რომ „ბურსა“ „ჟილინასთან“ და „პარტიზანთან“ ერთად ისეთი გუნდია, რომელსაც არცერთი მატჩი არ მოუგია. შოტლანდიელები კი ახალი წლიდან ევროპის ლიგაში იასპარეზებენ.

სავარაუდო შემადგენლობები

ბურსა (4-4-2): ივანკოვი - ვედრსონი, იბრაჰიმი იოზთურქი, ერდოღანი, ვოლქან შენი - ერგიჩი, სვენსონი, თურგაი ბაჰადირი, მუსტაფა კეჯელი - ინსუა, ილდირიმი.
რეინჯერსი (4-3-3): მაკგრეგორი - უეირი, ბროდფუტი, ფოსტერი, უაითეკერი - მაკალოხი, დევისი, ვაისი - ჰატონი, მილერი, ნეისმიტი.
არბიტრი: ტონი შაპრო (საფრანგეთი)


თ მ ფ წ ბ ქ
1. მანჩესტერი 5 4 1 0 6-0 13
2. ვალენსია 5 3 1 1 14-3 10
3. რეინჯერსი 5 1 2 2 2-5 5
4. ბურსა 5 0 0 5 1-15 0



D ჯგუფი
ბარსელონა-რუბინი

არ ვიცით, რამდენად გაუმართლა „რუბინს“, „ბარსელონას“ „ნოუ კამპზე“ იმ დროს რომ ხვდება, როცა კატალონიურ გრანდს ყველაფერი გარანტირებული აქვს (მათ შორის, პირველი ადგილიც), ფაქტი კი ის არის, რომ განრისხებულ „ბარსასთან“ თამაშს, მოშვებულ „ბარსასთან“ თამაში სჯობია. და გაუმართლა თუ არა „რუბინს“, ეს რეალურად დღეს საღამოს გამოჩნდება. „ბარსელონა“ უმოტივაციოდ წესით არ უნდა იყოს, რადგან კატალონიელები ყაზანელებს ვერა და ვერ უგებენ (უკვე სამჯერ შეხვდნენ). მაგრამ ჩვენში დარჩეს და, განა „ბარსელონელებს“ ფეხებზე არ ჰკიდიათ ის, რომ „რუბინს“ ვერ უგებენ? ამ კითხვაზე პასუხსაც დღეს შევიტყობთ. ფაქტი ისაა, რომ „რუბინს“ „ნოუ კამპზე“ მოგება უნდა და კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, რომ შარშან მოუგო (2:1)...

სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, პუიოლი, ადრიანო - ჩავი, მასკერანო, ინიესტა - პედრო, ვილია, მესი.
რუბინი (4-2-3-1): რიჟიკოვი - კალეშინი, სესარ ნავასი, ბოკეტი, ანსალდი - ნობოა, ნაჩო - კარადენიზი, რიაზანცევი, კასაევი - კორნილენკო.
არბიტრი: იონას ერიქსონი (შვედეთი)



კოპენჰაგენი-პანათინაიკოსი
„კოპენჰაგენის“ ბედი „კოპენჰაგენის“ ხელშია - საკმარისია, „პანათინაიკოსი“ დაამარცხოს, რომ „რუბინს“ ვეღარც  ბარსელონაში მოგება უშველის...

სავარაუდო შემადგენლობები

კოპენჰაგენი (4-4-2): ვილანდი - პოსპეხი, ანტონსონი (ან ოტესენი), ზანკა, ვენდტი - ბოლანოსი, კლაუდემირი, კვისტი, ვინგაარდი - გრონკიაერი, ნ’დოიე.
პანათინაიკოსი (4-2-3-1): ცორვასი - ვინტრა, ბუმსონგი, კანტე, სპიროპულოსი - კაცურანისი, ჟილბერტო სილვა - მარინოსი, ლუის გარსია, ხრისტოდოპულოსი - სისე.
არბიტრი: ფლორიან მაიერი (გერმანია)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 5 3 2 0 12-3 11
2. კოპენჰაგენი 5 2 1 2 4-4 7
3. რუბინი 5 1 3 1 2-2 6
4. პანათინაიკოსი 5 0 2 3 1-10 2

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული