ბაიერნი-შახტარი 7:0 - სრული განადგურება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის "რეალის" და "შალკეს" დრამატული მატჩის შემდეგ თითქოს, განვეწყვეთ, რომ ვერც მიუნხენის "ბაიერნი" გაივლიდა იოლად თავის მეტოქეს და კიდევ ერთ დაძაბულ და მეტად საინტერესო მატჩს ვიხილავდით.

რეალობა სხვაგვარი გამოდგა - მიუნხენურმა გიგანტმა გადაურბინა უკრაინულ გუნდს და შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს.

"ბაიერნი" რომ გაცილებით ძლიერი გუნდია, ეს მატჩამდეც ვიცოდით და თამაშის დროსაც ნათლად გამოჩნდა, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ასეთი უთანასწორო პაექრობა მატჩის არბიტრის ერთმა არასწორმა გადაწყვეტილებამაც განაპირობა...

მატჩის მესამე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ალექსანდრ კუჩერმა მეტოქის შემტევი საჯარიმოში მოცელა და
რეფერიმ ხელი თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა. პენალტი უდავო იყო და აქ საკამათო არაფერია, მაგრამ წითელი ბარათი კი აშკარად გადამეტებული სასჯელი გახლდათ.

დიახ, შოტლანდიელმა არბიტრმა ვილიამ კოლუმმა კუჩერი გააძევა, "შახტარი" ათი ფეხბურთელით დატოვა და ნათელი გახდა, რომ "ბაიერნი" მომდევნო ეტაპზე განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გავიდოდა.

თომას მიულერმა თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია, შემდეგ კი მიეწყო და მიეწყო - მიუნხენელებმა დონეცკელთა კარში ყველა გემოვნების გოლი გაიტანეს.

მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეოთხედფინალში იასპარეზებს და უდავოა, რომ ხოსეპ გვარდიოლას გუნდი ტურნირის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
ბაიერნი-შახტარი 7:0
პირველი მატჩი 0:0
გოლები: 1:0 მიულერი (4-პენ.), 2:0 ბოატენგი (34), 3:0 რიბერი (49), 4:0 მიულერი (51), 5:0 ბადშტუბერი (63), 6:0 ლევანდოვსკი (75), 7:0 გიოტცე (87)

ბაიერნი (4-3-1-2):
ნოიერი - რაფინია, ბოატენგი, ბადშტუბერი (67. დანტე), ალაბა - რობენი (19. როდე), შვაინშტაიგერი, რიბერი (59. ბერნატი) - გიოტცე - მიულერი, ლევანდოვსკი
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, კუჩერი, რაკიცკი, შევჩუკი - ფრედი, სტეპანენკო - დუგლას კოშტა (79. ველინგტონი), ალექს ტეიშეირა (70. ილსინიო), ტაისონი (9. კრივცოვი) - ლუის ადრიანო
გაფრთხილება: ბოატენგი, ბადშტუბერი (ბაიერნი)
გაძევება: კუჩერი (3. შახტარი)
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 15-5; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 21-3 (13-0); ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 75 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
შენგელიას, ომის ქარცეცხლი, ჯერ ადამიანი უნდა იყო, .... ეს სპორტია, სპორტიიიიიიი
მიულერი
20:02 14-03-2015
0
Mიულერს - ჯერ ადამიანი უნდა იყო და Mეტე პროფესიონალი, რაც გერმანელს ყოველთვის ეშლება. ქვეყანა ომის ქარცეცხლში როა გახლეჩილი და დაჩაგრული, ხალხი რომ იხოცება იმ ქვეყნის გუნდს 7 გოლს უტან - ამ დროს ფურთხის ღირსია მთელი შენი კაი თამაში და ფეხებში ხარ დასახვრეტი.

გერმანელი არის ნაგლი და ფეხებზე კიდია შენი ადამიანობა. ამიტომ გერმანელი უნდა გამორთო აღარ უნდა ჩართო.
Shengelia
03:31 13-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული