02:08 19-03-2015
ბარსელონა-სიტი 1:0 - პრემიერლიგა? ფაფუ... [VIDEO]
AutoSharing Option
თუმცა ფეხბურთში ყოველთვის უძლიერესი ვერ იმარჯვებს ან, როგორც უმეტესობას უყვარს თქმა, ვინც იმარჯვებს, ის არის უძლიერესი. რომელია სწორი, ამაზე ნუ ვიკამათებთ, ვთქვათ ის, რომ კულმინაცია 78-ე წუთზე იყო, როდესაც სერხიო აგუერომ მეგობარს, თანამემამულეს და ბავშვის ნათლიას, ლიონელ მესის მიბაძა და თავისივე მოპოვებული თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. მას ტერ შტეგენმა აუღო, გერმანელს მშვენიერი "სეივი" გამოუვიდა.
მესიმ პირველი მატჩის ბოლო წამებზე გააფუჭა პენალტი და მცირე ინტრიგა დაუტოვა საპასუხო შეხვედრას. თუმცა კუნმა, რომელიც გახლდათ კიდეც ამ ინტრიგის შენარჩუნების თანაშემოქმედი, რადგან "ეტიჰადზე" "ქალაქელთა" მხრიდან ერთადერთი გოლი სწორედ მან შეაგდო, იმედის ნაპერწკალი თავადვე ჩააცხრო.
იქამდე კი "ბარსელონა" უფრო ვარჯიშობდა, ვიდრე თამაშობდა; არა, თამაშობდა კიდეც, ოღონდ პუბლიკაზე და გადაჭედილ "კამპ ნოუს" სიამოვნებას ანიჭებდა. ტრიბუნებზე 92 ათასზე მეტი მაყურებელი გახლდათ და ერთ-ერთ სკამზე კაშკაშა "წერტილი" პეპ გვარდიოლა იყო, რომელიც ყოფილი გუნდის თამაშს ადევნებდა თვალყურს; ზოგიერთი ჭორის თანახმად, მომავალი გუნდისაც.
ერთადერთი გოლი ივან რაკიტიჩმა გაიტანა ტექნიკური დარტყმით, რისი საშუალებაც მას მესის კიდევ უფრო ტექნიკური თამაშის წყალობით მიეცა. იქამდე ნეიმარმა გაარტყა ძელს, მერე სუარესმა და ასე... "მესები" ერთობოდნენ და საბოლოო ჯამში, დამსახურებულადაც შეისეირნეს მეოთხედფინალში.
"ბარსელონა" ლა ლიგის მე-3 წარმომადგენელი გახდა 8 საუკეთესოს შორის, რაც კიდევ ერთხელ აძლევს სიამაყის საფუძველს პრიმერადივიზიონს.
გაგიკვირდებათ და, ამ მხრივ ყველაზე ახლოს საფრანგეთის ჩემპიონატია ორი გუნდით. თითო წარმომადგენელი შემორჩათ გერმანიას, იტალიასა და პორტუგალიას.
ინგლისი? ფაფუ...
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
ბარსელონა-სიტი 1:0 (2:1)
გოლი: 1:0 რაკიტიჩი (31)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დანი ალვეში (90+1. ადრიანო), პიკე, მატიო, ალბა - რაკიტიჩი (84. რაფინია), მარსელინიო, ინიესტა - ნეიმარი, მესი, სუარესი
სიტი (4-4-1-1): ჰარტი - სანია, კომპანი, დემიკელისი, კოლაროვი - ნასრი (46. ნავასი), ტურე (72. ბონი), ფერნანდინიო, მილნერი (87. ლამპარდი) - სილვა - აგუერო
შენიშვნა: აგუერომ ვერ გაიტანა პენალტი (78. მეკარე)
გაფრთხილება: დანი ალვეში - ფერნანდინიო, კოლაროვი, სილვა, ნასრი, დემიკელისი
კუთხური: 7-5 ჯარიმა: 6-12 თამაშგარე: 3-0 კარში დარტყმა: 23(11)-14(4) ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 92 551
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
Messis genialurobas ratom ar agnishnavt?gezarebat dacera?es savaldebuloa.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული