ატლეტიკო-რეალი 0:0 - სისხლი გოლების ნაცვლად [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ვისენტე კალდერონზე" გამართულ შეხვედრას ეტყობოდა, რომ ორმატჩიანი დუელის მხოლოდ პირველი რაუნდი იყო და გუნდებს ბევრი რამ ჰქონდათ დასაკარგი.

"რეალს" არსად ეჩქარებოდა, რადგან გასვლაზე თამაშობდა, "ატლეტიკოს" სტიქია კი ყველგან და ყველა ვითარებაში კარის მშრალად შენახვაა. სწორედ ამიტომ იყო, რომ გუნდები უფრო საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ფიქრობდნენ და შეტევაში ფრთხილად გადადიოდნენ.

ამ თამაშს ერთი გოლი გახსნიდა ან ერთ, ან მეორე კარში, მაგრამ ეს გოლი არ გავიდა და შედეგად, ბოლომდე ჩაკეტილი თამაში ვიხილეთ სრულიად ლოგიკური ფინალით.

0:0 ის ანგარიშია, რომელიც განმეორებითი პაექრობის წინ "რეალს"
ისეთივე ფავორიტად ტოვებს, როგორც პირველ მატჩამდე იყო. განმეორებით შეხვედრაში დიეგო სიმეონეს გუნდი დაცვაში ჩაჯდება, კონტრშეტევაზე შეეცდება ხეირის ნახვას და თუ ერთი შეაგდო, კარლო ანჩელოტის "სამეფო კლუბი" ურთულესი ამოცანის წინაშე დადგება.

თუმცა, "რეალთან" "სანტიაგო ბერნაბეუზე" მყარი დაცვის აღმართვა რომ ურთულესი საქმეა, ესეც კარგად ვიცით. ნებისმიერ შემთხვევაში, წინ ძალიან საინტერესო მატჩი გველის.

რაც შეეხება განვლილ პაექრობას - იყო მომენტები და მწვავე იერიშები, მაგრამ განსაკუთრებული და გადასარევი არაფერი; ყურადღების ცენტრში კი ყველაზე ხშირად მარიო მანჯუკიჩი ექცეოდა, რომელზეც "რეალის" ფეხბურთელებმა ნადირობა გამოაცხადეს და თამაშის წესების დაცვით (თუ ისე) თავ-პირი დაუსისხლიანეს.

მატჩის შემდეგ:
კარლო ანჩელოტი: შინ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც დღეს შესვენებამდე ვითამაშეთ
დიეგო სიმეონე: ...მაგრამ ჩვენ იან ობლაკი გვყავს!
სერხიო რამოსი: მანჯუკიჩისთვის სახე განზრახ არ დამისისხლიანებია [VIDEO]



ჩემპიონთა ლიგა. 1/4=ფინალი. პირველი მატჩი
ატლეტიკო-რეალი 0:0
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, სიკეირა - არდა თურანი, გაბი, მარიო სუარესი, კოკე (83. ფ. ტორესი) - გრიზმანი (77. რაულ გარსია), მანჯუკიჩი
რეალი (4-3-3): კასილიასი - კარვახალი (85. არბელოა), ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კროოსი, ხ. როდრიგესი - ბეილი, რონალდო, ბენზემა (76. ისკო)
გაფრთხილება: მარიო სუარესი, მანჯუკიჩი, რაულ გარსია - სერხიო რამოსი, მარსელო
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 19-11; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 5-11 (2-8); ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 54 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული