ხოსეპ გვარდიოლა: ჩემპიონთა ლიგაში რომ მოიგო, იდეალურად უნდა ითამაშო

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

15 აპრილს გამართულ შეხვედრაში "პორტუმ" შინ "ბაიერნი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა და საპასუხო დაპირისპირების წინ მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა.

"უკვე მეათე წუთისთვის ორბურთიანი სხვაობით ვაგებდით და ეს, რა თქმა უნდა, ცუდი იყო. იმედგაცრუებულნი ვართ, თუმცა წინ ექვსი დღე გვაქვს, რათა საპასუხო მატჩში უკეთესად ვითამაშოთ. ტიაგო ალკანტარას გოლი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ არა - გადამწყვეტი.

"პორტუს" სტარტი ჩემთვის სიურპრიზი არ
ყოფილა, რადგან ვიცოდი, რომ ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით, ძლიერი თავდასხმით.

ამ მატჩის დონე უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამებოდა. მოხარული ვართ, რომ ტურნირის ამ სტადიაზე გვიწევს თამაში.

ჯექსონ მარტინესი ტოპ-ფეხბურთელია. კასემირო და ექტორ ერერაც ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ. საიმისოდ, რომ ჩემპიონთა ლიგაში მოიგო, იდეალურად უნდა ითამაშო. დღეს ჩვენ ეს არ გამოგვივიდა, მაგრამ შევეცდებით, ექვსი დღის განმავლობაში უკეთესად მოვემზადოთ", - აქვეყნებს გვარდიოლას ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული