კარლო ანჩელოტი: ჩვენი ოცნება, ვითამაშოთ ფინალში, ჯერ კიდევ ცოცხალია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თანაქალაქელ "ატლეტიკოსთან" (1:0) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"რამოსი ნახევარდაცვაში დავაყენე, რომ სტანდარტულების შესრულების დროს უფრო კომფორტულად გვეგრძნო თავი. რამოსს ყველა თვისება გააჩნია იმისა, რომ მოედნის ცენტრში ითამაშოს და მან საკუთარ პოზიციას კარგად გაართვა თავი.

ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი სეზონში. "ატლეტიკო" ყოველთვის ძლიერად თამაშობს, მაგრამ ამოცანას გავართვით თავი.

ჩვენი ოცნება, ვითამაშოთ ფინალში, ჯერ კიდევ ცოცხალია.

შევეცდებით, დარჩენილი მატჩები მოვიგოთ. როცა წინ მივიწევთ, ძალიან სახიფათოები ვართ.

"რეალს" პრობლემების გარეშე შეუძლია ნებისმიერ
ნახევარფინალისტთან ბრძოლა. სამივე პოტენციურ მეტოქეს პატივს ვცემთ. თითოეულმა მათგანმა ამ სტადიაზე თამაში დაიმსახურა. ვნახოთ, ჩვენ ვინ შეგვხვდება.

ტრავმირებულ ფეხბურთელებს გამოსაჯანმრთელებლად დრო ექნებათ და საქმეებიც უკეთ წაგვივა. ბეილი და ბენზემა მალე დაბრუნდებიან მწყობრში, მაგრამ ზუსტად როდის, ამას ვერ ვიტყვი.

"ატლეტიკოსთან" შეხვედრაში ატმოსფერო შესანიშნავი იყო და ის ძალიან გამოგვადგა. მსგავსი რამის ხილვა ნახევარფინალშიც გვინდა", - თქვა ანჩელოტიმ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
რეალი-ატლეტიკო 1:0 - ჩიჩარიტოს ოქროს გოლი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული