პაველ ნედვედი: მახსოვს, 12 წლის წინ ნახევარფინალში "რეალს" 4:3 მოვუგეთ

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ამჟამად კი სპორტულმა დირექტორმა პაველ ნედვედმა უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალების წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ტურინულ გრანდს ორრაუნდიანი ბრძოლის გადატანა მადრიდის "რეალთან" მოუწევს.

ნედვედმა ჩემპიონთა ლიგის 2002/03 წლების სეზონი გაიხსენა, როდესაც "ბებერმა ქალბატონმა" "რეალს" აჯობა.

"ძალიან გვიხარია, რომ ნახევარფინალში გავედით გაჭიანურებული, 12-წლიანი პაუზის შემდეგ. მაშინდელ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში "რეალთან" მეც ვმონაწილეობდი. მაშინ ორი მატჩის ჯამში 4:3 ვიმარჯვეთ.

ახლა წინ ძალიან საინტერესო დაპირისპირება გველის", - აქვეყნებს ნედვედის ნათქვამს უეფას პრესსამსახური.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული