ტურინულ გრანდს ორრაუნდიანი ბრძოლის გადატანა მადრიდის "რეალთან" მოუწევს.
ნედვედმა ჩემპიონთა ლიგის 2002/03 წლების სეზონი გაიხსენა, როდესაც "ბებერმა ქალბატონმა" "რეალს" აჯობა.
"ძალიან გვიხარია, რომ ნახევარფინალში გავედით გაჭიანურებული, 12-წლიანი პაუზის შემდეგ. მაშინდელ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში "რეალთან" მეც ვმონაწილეობდი. მაშინ ორი მატჩის ჯამში 4:3 ვიმარჯვეთ.
ახლა წინ ძალიან საინტერესო დაპირისპირება გველის", - აქვეყნებს ნედვედის ნათქვამს უეფას პრესსამსახური.
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია