ალვარო მორატა: ასეთი დამოკიდებულება არ დამიმსახურებია

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა ალვარო მორატამ მადრიდის "რეალთან" (1:1) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.


შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ტურინელებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს და შესაბამისად, ორი მატჩის ჯამში ფინალში გავიდნენ.

"მადლობა ყველა გულშემატკივარს, ვინც "ბერნაბეუზე" მოვიდა. პირობას ვაძლევ ქომაგებს, რომ ყველაფერს ვიზამთ ფინალის მოსაგებად. ძალიან რთული იქნება, მაგრამ შეგვიძლია "ბარსელონასთან" მატჩში ჩვენსას მივაღწიოთ.

"იუვენტუსს" ფინალში 12 წელია არ უთამაშია, მაგრამ შეგვიძლია წინსვლა და განვითარება.

რაც შეეხება "რეალის" გულშემატკივრების სტვენას ჩემი მისამართით,
ეს რთული გადასატანი იყო. გოლი არ მიზეიმია, უბრალოდ, ჩემს სამუშაოს ვასრულებდი, როგორც "იუვენტუსის" ფეხბურთელი. ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება არ დამიმსახურებია", - თქვა მორატამ Sport Mediaset-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ჩემპონთა ლიგის ფინალი ბერლინში 6 ივნისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარია მორატაა!!! რაგაცით მორიენტესს მახსენებს !!!
madridista
12:09 14-05-2015
0

სიახლეები პოპულარული