ჩემპიონთა ლიგის ფინალის საინტერესო ციფრები და ფაქტები

AutoSharing Option
6 ივნისს ბერლინში ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსელონამ" 3:1 დაამარცხა ტურინის "იუვენტუსი" და ტიტულს დაეუფლა.

გაგაცნობთ ლიგის ფინალის საინტერესო ფაქტებს ციფრებში.

* "იუვენტუსის" მცველმა პარტის ევრამ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ფინალში ითამაშა. ამ მაჩვენებლით ის კლარენს ზეედორფსა და ედვინ ვან დერ სარს დაეწია. მეტი ფინალი მხოლოდ "მილანის" ლეგენდა პაულო მალდინის აქვს ნათამაშები - 8. მაგრამ ევრა პირველია, რომელმაც ფინალებში სამი კლუბის ღირსება დაიცვა.

* "იუვენტუსის" შემადგენლობა ერთ-ერთი ყველაზე "ბებერი" იყო ლიგის ფინალების ისტორიაში - საშუალო ასაკი - 30 წელი და 153 დღე.
მხოლოდ 2007 წლის ფინალში ითამაშა "მილანმა" უფრო "ბებერი" შემადგენლობით - 31 წელი და 34 დღე.

* ანდრეს ინიესტა პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის სამ ფინალში გააკეთა საგოლე პასი.

* ანდრეს ინიესტა "ბარსელონას" პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 4 ფინალში ითამაშა. შემდეგ მას შეცვლაზე შემოსული ჩავი დაეწია.

* ივან რაკიტიჩმა "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა ევროთასების ფინალებში. მან ეს მე-4 წუთზე შეძლო. სხვათა შორის, თებერვლის მერე პირველად მოხდა, რომ "ბარსას" გოლში მონაწილეობა არ მიუღიათ მესის, ნეიმარსა და სუარესს.

* "ბარსელონას" მაისურით ბოლო მატჩი გამართა ჩავიმ, მან გადაასწრო იკერ კასილიასს ჩემპიონთა ლიგაში თამაშებით - 151 მატჩი - და პირველ ადგილზეა.

* ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების სეზონის ბომბარდირობა ლეო მესიმ, ნეიმარმა და კრიშტიანო რონალდომ გაიყვეს 10-10 გოლით. ბრაზილიელმა და პორტუგალიელმა 12-12 მატჩი ითამაშეს, არგენტინელმა - 13.

* 37 წლის ჯანლუიჯი ბუფონი ფინალების ისტორიაში მეშვიდე ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია. რეკორდსმენი დინო ძოფია: 1983 წლის ფინალში "იუვენტუსის" მაშინდელი გოლკიპერი 41 წლის და 86 დღის იყო.

* ნეიმარი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალიდან მოყოლებული, ყველა მატჩში გაიტანა.

* ესპანეთი პირველი ქვეყანაა, რომლის კლუბებმაზე ზედიზედ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა. შარშან ეს "რეალმა" შეძლო.

* "ბარსელონა" პირველი გუნდია, რომლის ერთზე მეტმა ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგაზე 10 გოლი გაიტანა. ამ სეზონში ეს მესიმ და ნეიმარმა მოახერხეს.

* ჩავიმ თავის უკანასკნელ მატჩში "ბარსელონას" რიგებში მოიპოვა 25-ე საკლუბო ტიტული.

* "ბარსელონამ" ესპანეთს მე-15 ჩემპიონთა თასი მოუტანა (რეალი - 10, ბარსელონა 5). მეორე-მესამე ადგილზე იტალია და ინგლისი რჩებიან - 12-12.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მართალია ზეედორფს სამი ფინალი აქვს მოგებული აიაქსში რეალში და მილანში. ეტყობა ეს წაგებულებს ითვლიდა:D
გიორგი
13:18 07-06-2015
0
ევრა როგორაა პირველი ფეხბურთელი ვინც სამი სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში ითამაშა ფინალში როცა ზეედორფს 3 სხვადასხვა გუნდში მოგებული აქვს ლიგის ფინალი თუ არ ვცდები
sandro
11:24 07-06-2015
0

სიახლეები პოპულარული