"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა
ლუი ვან გაალმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩის წინ, რომელსაც მისი გუნდი სტუმრად "ბრიუგესთან" გამართავს, თავის ხედვებსა და მიზნებზე ისაუბრა. ჰოლანდიელ სპეციალისტს სჯერა, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება "ოლდ ტრაფორდზე" მანჩესტერული გუნდის გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.
"1995 წელს ჩემპიონთა ლიგა "აიაქსთან" ერთად მოვიგე, რომელშიც 18-19 წლის ფეხბურთელები თამაშობდნენ. დღეს კი მყავს ისეთი გამოცდილი მოთამაშეები, როგორიც
მაიკლ კერიკი და
ბასტიან შვაინშტაიგერია.
მე ახალგაზრდებისა და გამოცდილების სინთეზის მჯერა და ვფიქრობ, რომ
სჯობს გუნდი ასე დააკომპლექტო, ვიდრე მხოლოდ 27-იდან 34 წლამდე მოთამაშეებით. ასევე მჯერა, რომ "მანჩესტერ იუანიტედს" ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია", - აქვეყნებს ვან გაალის ნათქვამს "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტი.