ზლატან იბრაჰიმოვიჩის თამაში ძალზე საეჭვო იყო, თუმცა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მან მაინც ითამაშა და 61-ე წუთზე საგოლე პასი გაუკეთა ედინსონ კავანის, ურუგვაელმა კომბინაცია თავურით დააგვრიგვინა - 2:0.
პსჟ-ს ყველა ლიგის მოგების ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევენ, ლორან ბლანიც ამბობს, რომ ტიტულისთვის ვიბრძოლებთო. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ ცარიელი
მადრიდში "რეალმა" 4:0 გაანადგურა "შახტარი", მაგრამ ტრავმის გამო, გარეთ ბეილი პირველივე ტაიმში დაკარგა, მეორეში კი - სერხიო რამოსი. უკრაინელთა უხეში შეცდომის წყალობით, ქარიმ ბენზემამ 30-ე წუთზე გახსნა ანგარიში.
"შახტარის" იმედები მეორე ტაიმის დასაწყისში დაიმსხვრა, როცა სტუმართა კარში უსამართლო პენალტი დაინიშნა, კრიშტიანო რონალდოს არც ამ და არც მოგვიანებით დანიშნული კიდევ ერთი 11-მეტრიანის შესრულება გასჭირვებია.
ბოლოს კი მადეირელმა სულაც ჰეთ თრიკი შეასრულა. ბოლო ორ შეხვედრაში რონალდომ 8 გოლი გაიტანა. კრიშტიანომ ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 80 გოლი გაიტანა, ის სამი გოლით უსწრებს ლეო მესის "რეალი" ისე იწყებს, როგორც ტურნირის ფავორიტს შეეფერება.
პსჟ-მალმიო 2:0
გოლები: 1:0 დი მარია (4), 2:0 კავანი (61)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ვან დერ ვილი, ტ. სილვა, დ. ლუისი, მაქსველი - ვერატი, ტიაგო მოტა, მატუიდი - დი მარია (75. ლავეცი), იბრაჰიმოვიჩი (75. პასტორე), კავანი
მალმიო (5-3-2): ვილანდი - ტინერჰოლმი, არნასონი, ბენგტსონი, კარვალიო (46. როდიჩი), იოტუნი - ადუ (85. რაკიპი), ბერგეტი, ლევიცკი - როზენბერგი, ჯურჯიჩი
გაფრთხილება: ვერატი, ლუისი - ადუ, ბენგტსონი
კუთხური: 12-2; ჯარიმა: 9-14; თამაშგარე: 10-1; კარში დარტყმა: 21-4 (10-1); ბურთის ფლობა: 69%-31%.
მაყურებელი: 46 612
რეალი-შახტარი 4:0
გოლები: 1:0 ბენზემა (30), 2:0 რონალდო (55-პენ), 3:0 რონალდო (63-პენ), 4:0 რონალდო (81)
რეალი (4-2-3-1): ნავასი - კარვახალი, ვარანი (46. პეპე), ს. რამოსი (59. ნაჩო), მარსელო - მოდრიჩი, კროოსი - ისკო, ბეილი (31. კოვაჩიჩი), რონალდო - ბენზემა
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, კუჩერი, რაკიცკი, აზევედო - ფრედი, სტეპანენკო - მარლოში (75. კოვალენკო), ტეიშეირა, ტაისონი (67. მალიშევი) - გლადკი (82. ბერნარდი)
გაფრთხილება: - სტეპანენკო, სრნა, კუჩერი, მალიშევი
გაძევება: სტეპანენკო (50)
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 15-10; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 25-5 (9-1); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 66 389
მომდევნო ტური
30 სექტემბერი:
შახტარი-პსჟ, მალმიო-რეალი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"