ჩემპიონთა ლიგა. I ტური. C ჯგუფი: გრიზმანმა და მიტროღლუმ დაგლიჯეს [VIDEO]

AutoSharing Option
თურქეთში თამაში ძალიან რთულია, მაგრამ მადრიდის "ატლეტიკოს" ასე იოლად თამაში დიდი ხანია, არ მოუგია. "გალათასარაიმ" ანტუან გრზიმანს ვერ მოუხერხა ვერაფერი, ფრანგმა მოკლე მონაკვეთში ორჯერ კოხტად შეაგდო და 25-ე წუთისთვის "ათლეტები" უკვე 0:2-ს იგებდნენ. დიეგო სიმენოეს გუნდს ამის მერე აღარც უთამაშია, წყნარად მიიყვანა მატჩი გამარჯვებამდე.

ჰამზა ჰამზაოღლუმ პირველივე ტაიმში დაამატა მეორე ფორვარდი უმუთ ბულუთი და იგი ბურაქ ილმაზს შეუწყვილა, მაგრამ ვერც მათ, ვერც ლუკას პოდოლსკისა და უესლი სნეიდერის ვარსკვლავურმა დუტემა და ვერც ვინმე სხვამ სიტუაციის გამოსწორება ვერ შეძლეს. "ჩოლომ" "ალი სამი
იენიდან" 3 ქულა წამოიღო.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში იგივე ანგარიშით იმარჯვა "ბენფიკამ", ჯგუფის მეორე ფავორიტმა. თუმცა ლისაბონელებმა იწვალეს, რადგან "ასტანა" პირველ ტაიმში დაცვაში კარგად იდგა და ყაზახები ბოლომდე იბრძოდნენ, მაგრამ გრიზმანის დარი მხსნელი "არწივებსაც" მოევლინათ ბერძენი "ავი ძაღლი" კოსტას მიტროღლუ, რომელმაც (მეტოქე) "დაგლიჯა".

ბერძენის დახმარებით ჯერ ნიკოლას გაიტანმა გაიტანა, მერე კი თავად მიტროღლუმ გამოიჩინა თავი და ყველაფერი დაამთავრა.

გალათასარაი-ატლეტიკო 0:2
გოლები: 0:1 გრიზმანი (18), 0:2 გრიზმანი (25)
გალათასარაი (4-1-4-1): მუსლერა - სარიოღლუ (46. იოზთექინი), კაია, დენაიერი, კაროლი - ბალთა - ჩოლაქი (32. უმუთ ბულუთი), ინანი, სნეიდერი, პოდოლსკი (71. გიუმიუსი) - ბ. ილმაზი
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხიმენესი, გოდინი, სიკეირა - კოკე, ნიგესი (80. ო. ტორესი), ტიაგო, გრიზმანი - ვიეტო (62. გაბი), მარტინესი (60. ფ. ტორესი)
გაფრთხილება: ბ. ილმაზი, იოზთექინი - გაბი
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 23(3)-15(8); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 33 469
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბენფიკა-ასტანა 2:0
გოლები: 1:0 გაიტანი (51), 2:0 მიტროღლუ (62)
ბენფიკა (4-1-3-2): ჟულიო სეზარი - სემედო, ლუიზაო, ჟარდელი, ელიზეუ - სამარისი (85. ფეისა) - გუედესი, გაიტანი, ტალისკა (77. ხიმენესი) - ჟონასი (72. პიცი), მიტროღლუ
ასტანა (4-2-3-1): ერიჩი - ილიჩი (90+2. დედეჩკო), პოსტნიკოვი, ანიჩიჩი, შომკო - კანიასი, მაკსიმოვიჩი - ჯოლჩიევი (81. ბეისებეკოვი), ჟუკოვი, კეტევოამა - კაბანანგა (46. შჩეტკინი)
გაფრთხილება: სამარისი, გუედესი, ჟარდელი - ანიჩიჩი, ჯოლჩიევი, ჟუკოვი
კუთხური: 2-1; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 17(8)-14(1); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 32 799
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომდევნო ტური
30 სექტემბერი:
ასტანა-გალათასარაი, ატლეტიკო-ბენფიკა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული