ჩემპიონთა ლიგა: პირველი დღის მსხვერპლნი: შოუ, ბეილი, რამოსი, ჟუკოვი...

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის I ტურის პირველი დღე უჩვეულოდ ტრავმიანი გამოდგა. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი რეზონანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა მცველის, ლუკ შოუს საშინელმა ტრავმამ გამოიწვია, თუმცა ის არ იყო დღის ერთადერთი მსხვერპლი.

ამ მხრივ, სერიოზულად დაზარალდა მადრიდის "რეალი", რომელმაც უპრობლემოდ მოუგო დონეცკის "შახტარს" - 4:0. რაფა ბენიტესმა ჯერ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უძვირესი ფეხბურთელი გარეთ ბეილი დაკარგა, შემდეგ სერხიო რამოსი. დაზიანება მიიღო რაფაელ ვარანმაც.

რამოსმა მხარი დაიზიანა და "რეალის" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ის 3 კვირამდე პერიოდს გამოტოვებს.

უელსელმა ბეილმა კუნთი
დაიჭიმა. ის იმედოვნებს, რომ ტრავმა არ არის სერიოზული: "ბრწყინვალე მოგებით დავიწყეთ საკუთარ სტადიონზე. ძალიან სამწუხაროა, რომ ტრავმის გამო ვერ შევძელი თამაშის გაგრძელება, თუმცა იმედი მაქვს, რომ სერიოზული არაფერია", - განაცხადა ბეილმა, რომლის თამაშიც ესპანეთის ჩემპიონატის მომავალ ტურში ძალზე საეჭვოა.

დაბოლოს, დღის კიდევ ერთი მსხვერპლი "ასტანას" ფეხბურთელი გეორგი ჟუკოვი იყო. "ბენფიკასთან" მატჩის (0:2) მერე, ის ლისაბონის ჰოსპიტალში მოხვდა მწვავე ალერგიული შეტევის გამო. ფეხბურთელი ანაფილატიკური შოკის მდგომარეობით მიიყვანეს საავადმყოფოში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაფინია? მას მინიმუმ 6 თვე გაუცდება.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული